2016 წლის ბოლოს დასრულდა სახელმწიფო ქონების აღწერა/ინვენტარიზაციის სრულმასშტაბიანი პროექტი, რომლის ფარგლებში აღწერილია/აღრიცხულია 93 707 ობიექტი. პროექტის მიზანია სახელმწიფო ქონების ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა და გამოუყენებელი აქტივების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვა.

რეგისტრაციის პროცესის მაქსიმალურად გამჭირვალედ წარმართვის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით, ინფორმაცია სახელმწიფო ქონების აღწერა/ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი ქონების შესახებ მოცემულია რუკაზე (ლინკი). ყველა დაინტერესებულ პირს აღნიშნული რუკის საშუალებით შეუძლია მიიღოს ინფორმაცია პროექტის ფარგლებში აღწერილი/აღრიცხული ქონების შესახებ, ხოლო ინვენტარიზაციის შედეგად აღრიცხულ მონაცემებში შესულ ქონებაზე უფლების დამდგენი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, პირმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და დაარეგისტრიროს თავისი უფლება.
ონლაინ კონსულტაცია
ENG