პროექტის აღწერა

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო 2014-2015 წლების სტრატეგიული გეგმის შესაბამისად მოტივირებულია ხელი შეუწყოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების ეფექტური განკარგვისა და პრივატიზების პროცესს მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტი გულისხმობს საპრივატიზებო ობიექტების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას ადგილზე, თავისსავე სოფელში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტის განხორციელებაში ჩაერთო საქართველოს ფოსტა, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივ დონეზე ინფორმაციის გავრცელებას იმავე რეგიონში გამოცხადებული აუქციონების შესახებ. კერძოდ კი, ფოსტა ახორციელებს საინფორმაციო ბუკლეტების მიწოდებას სააგენტოს რეგიონულ ცენტრებსა და გამგეობებში.

პროექტის მსვლელობისას, სახელმწიფო სტრუქტურებთან, კერძოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შედგა შეთანხმება გამოცხადებული აუქციონების შესახებ ინფორმაციის ერთობლივად გავრცელების თაობაზე. შეთანხმების საფუძველზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს 54 ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებში პერიოდულად თავსდება სასოფლო-სამეურნეო მიწების აუქციონების ფლაერები და ხორციელდება კონსულტაციები ფერმერებისთვის.



ENG