სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რესურსების პროაქტიული გაყიდვების და ქვეყნის ეკონომიკაში მეტი ინვესტიციის მოსაზიდად პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ გაფართოვდა და უფრო მასშტაბური სახე მიიღო. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის მარტში გამოცხადებული ელექტრონული აუქციონები წარმატებით დაასრულა. აუქციონების დასრულებამდე წარმოქმნილი ტექნიკური ხარვეზის მიუხედავად, ვაჭრობის პროცესი წარმატებით დასრულდა და ყველა მონაწილეს საშუალება მიეცა დაუბრკოლებლად დაეფიქსირებინა საკუთარი შეთავაზება. პროგრამის ფარგლებში აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იყო სხვადასხვა ტიპის ქონება, მათ შორის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტურისტული, სამრეწველო, სოფლის მეურნეობისა და ლოგისტიკური მიზნებისთვის საჭირო ობიექტები. სააგენტომ ბიზნეს სექტორს 300 მილიონ ლარამდე ღირებულების 150-ზე მეტი ობიექტი შესთავაზა, საიდანაც 109 ლოტზე ვაჭრობის შედეგად საწყისი ორმოცი მილიონი ლარიდან საბოლოო შედეგმა 60 მილიონ ლარს გადააჭარბა. პრივატიზებულ ქონებას შორის არის სახელმწიფო საწარმო თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის 100%-იან წილი. შეგახსენებთ, რომ პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის“ 2019 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს და დღეის მდგომარეობით ჯამში პრივატიზებულია 151,878,251 ლარის ღირებულების 224 ერთეული ქონება. სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს საპრივატიზებო რუკაზე ახალი, კომერციულად საინტერესო შეთავაზებების ინიცირებას და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება თანაბარი შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში ე.წ. „რიყის დოქები“ გასაყიდად კვლავ გამოიტანა.
ამჯერად ობიექტის საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 71 250 000 ლარს შეადგენს. ამასთან, შეგახსენებთ რომ აღნიშნული უძრავი ქონება 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე 95 მლნ ლარად იყო გამოტანილი, თუმცა ლოტზე ვაჭრობა არ შედგა.
აუქციონის პირობების მიხედვით აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ინვესტორმა უნდა უზრუნველყოს მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობა და ფუნქციონირების დაწყება, რისთვისაც არანაკლებ 10 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
ელექტრონული აუქციონში მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. აუქციონის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე - https://www.eauction.ge/Home/EntityView/692982.
ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს შეფერხებული ეკონომიკური აქტივობის შედეგად, სამშენებლო სექტორზე უარყოფითი გავლენის მინიმიზაციისა და უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ „სამშენებლო სექტორის ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს შეფერხებული ეკონომიკური აქტივობის შედეგად, სამშენებლო სექტორზე უარყოფითი გავლენის მინიმიზაციისა და უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ „სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა.
პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ კონკურსში გამარჯვებულ მენაშენეებთან დაიდება გაყიდვის ოფციის ხელშეკრულება მათ მიერ აშენებულ მრავალბინიან სახლ(ებ)ში არსებული საცხოვრებელი ფართების გამოსყიდვასთან დაკავშირებით.
საკონკურსო წინადადებების მიღება დასრულდა 2020 წლის 11 დეკემბერს, 18.00 საათზე.
საქართველოს მთავრობის დადგენილება No386
გაყიდვის ოფციის ხელშეკრულების პროექტი 30 % პროცენტის შემთხვევაში
გაყიდვის ოფციის ხელშეკრულების პროექტი კონკრეტული კვ.მ. ფართობის შემთხვევაში
პრემიერ-მინისტრის დავალებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გადაწყვეტილებით კორონავირუსთან (COVID- 19) დაკავშირებით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო დროებით წყვეტს მომხმარებელთა მიღებას მომსახურების ცენტრებში და გადადის სრულად ელექტრონული და სატელეფონო მომსახურების ფორმატზე.
განაცხადის მიღება - info@nasp.gov.ge; ასევე საქართველოს ფოსტის საკურიერო მომსახურებით.
განაცხადის ფორმები ხელმისაწვდომია ბმულზე - https://bit.ly/2ILsBpK
Online კონსულტაცია - nasp.gov.ge
Facebook - http://bit.ly/3aQidZI
სატელეფონო კონსულტაცია - 588889455; 588889416; 588889406; 588889407;588889408; 588889410; 588889411; 588889412; 588889413;
კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენცია https://stopcov.ge/
#stopcov