სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის ფარგლებში სააგენტოს გერმანული დელეგაცია ეწვია
დრო: 2024-04-19 12:04:00

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში,  სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი დუგლაძემ გერმანიის ფინასთა სამინისტროს მერვე დივიზიონის წარმომადგენელს  ბ-ნ ანდრეას კერსტს  და GIZ-ის და Berlin Economics-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

გაცნობებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს აღნიშნული დანაყოფი პასუხისმგებელია გერმანიაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მართვა-განკარგვაზე.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სააგენტოს ქონებებზე სრული საინვესტიციო შეთავაზების მომზადების (ფინანსური, არქიტექტურული და სოციალური ზეგავლენის შეფასება) საკითხები. ასევე, გერმანული, ევროპული და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის კუთხით არსებული შესაძლებლობები. სამუშაო შეხვერდრებზე განისაზღვრა სამომავლო ტრეინინგების თემატიკა, რაც გულისხმობს გერმანიის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და სამომავლო მხარდაჭერას გერმანიის ფინანსთა სამინისტროს და GIZ-მხრიდან.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი მიმდინარეობს 2016 წლიდან GIZ-ის მხარდაჭერით. მხარეებს შორის თანამშრომლობა მოიცავს პრივატიზებისა და სახელმწიფო ქონების მართვის საკითხებში გერმანული მხარის გამოცდილების გაზიარებას.

დევნილ ოჯახებს სახელმწიფოსგან ბინები, მიწის ნაკვეთები და დამხმარე ფართები გადაეცათ
დრო: 2024-04-08 13:04:00

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შუამდგომლობით, თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, მარნეულში, სამტრედიაში, მცხეთაში, გორში, ქარელში, ახალციხეში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ხობში, სენაკში, ჯვარში, გარდაბანში, დუშეთში, თეთრიწყაროში, გურჯაანსა და წყალტუბოში  მცხოვრებ 331 დევნილ ოჯახს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ და მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებულ 360 ქონებას - საცხოვრებელი ფართებს და მიწის ნაკვეთებს დაუკანონებს.

გარდა ამისა, თბილისსა და ბათუმში, ბინათმესაკუთრეთა ხუთ ამხანაგობას, სადაც ჯამურად რეგისტრირებულია 110 დევნილი ოჯახი, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 60 ფართი, რომელიც მათ ფაქტობრივ სარგებლობაშია.

საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს დევნილი ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა. შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მათი, როგორც საცხოვრებელი ბინებითა და დამხმარე ფართებით, ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებით უზრუნველყოფა და ეს პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. მთავრობის  ამოცანაა,  არც ერთი დევნილი ოჯახი არ დარჩეს სახელმწიფოს ყურადღების გარეშე.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ I კვარტალში 79 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ქონება განკარგა
დრო: 2024-04-04 11:04:00

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა გადაჭარბებით შეასრულა. აქტიური პრივატიზების შედეგად, სააგენტომ ჯამში 79 707 625 ლარის მობილიზება მოახდინა, საიდანაც საპრივატიზებო გეგმით გათვალისწინებული 36 000 000 ლარის ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტში 60 086 446 ლარის გადარიცხვა უზრუნველყო, შედეგად, პირველი კვარტლის გეგმა გადაჭარბებით 167%-ით შესრულდა. აღნიშნულ პერიოდში სააგენტომ 463 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.

სააგენტო აქტიურად აგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს სხვადასხვა, საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას პროაქტიულად შეთავაზებს.

მოგახსენებთ, რომ პრივატიზების პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გადაეცათ
დრო: 2024-02-27 12:02:00

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შუამდგომლობით, სვანეთის, მაღალმთიანი აჭარის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და  გადაადგილებულ 27 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს.

გადასაცემი ქონება მდებარეობს ქ. წალკაში და წალკის, ლაგოდეხის, თეთრიწყაროსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში.

აღნიშნული გადაწყვეტილებით 27 ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრისით, რაც  სახელმწიფოს მხრიდან სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებული ოჯახების მიმართ სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფას და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნას ემსახურება.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამის“ ფარგლებში კიდევ რამდენიმე მოიჯარეს 38,9 ჰა მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის უფლება მიეცა
დრო: 2024-02-27 10:02:00

აქტიურად გრძელდება საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წელს ინიცირებული  „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება და დამატებითი აქტივების მოზიდვა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დამატებით 8 მოიჯარეს, ამბროლაურის, ხობის, წყალტუბოს, ლაგოდეხის, ახალციხის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, მათ მიერ იჯარით აღებული 13 ერთეული, ჯამურად - 38,9 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი/სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის უფლება მიეცათ.

უძრავი ქონების ჯამური საბაზრო ფასი 634 828 ლარს შეადგენს. გადაწყვეტილება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა ითვალისწინებს იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, რომლებზეც განხორციელებულია სამეურნეო სამუშაოები, მოიჯარეთათვის გამოსყიდვის შესაძლებლობის მიცემას. ამასთან, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით გადაცემული უძრავი ნივთების გამოსყიდვა ხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი შესაბამისი უძრავი ქონების საბაზრო ფასის 75%-ის ოდენობით.

მთლიანობაში,   2020 წლიდან დღემდე პროგრამით 242 პირმა ისარგებლა. იჯარა-გამოსყიდვა განხორციელდა 295 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 365 ჰა მიწის ნაკვეთებზე, რომელთა ჯამური საპრივატიზებო ღირებულება 28 900 334 ლარს შეადგენს.აღსანიშნავია, რომ პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა გააჩნია სააგენტოს ყველა მოიჯარეს, ვინც აკმაყოფილებს პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.

სახელმწიფო ქონების 2023 წლის პრივატიზაციის გეგმა 100,2%-ით შესრულდა
დრო: 2023-12-28 11:12:00

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მიმდინარე წელს,  პრივატიზაციის გეგმა 100,2%-ით შეასრულა. აქტიური პრივატიზაციის შედეგად, სააგენტომ ჯამში 279 518 776  ლარის მობილიზება მოახდინა. საანგარიშგებო პერიოდში, ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებში გადარიცხული თანხა შემდეგნაირად განაწილდა:

  • ცენტრალური ბიუჯეტი - 200 305 592 ლარი;
  • ადგილობრივი ბიუჯეტი - 51 542 911 ლარი;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი - 2 584 866 ლარი.

აღსანიშნავია, რომ მეოთხე კვარტალში, ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხის მოცულობამ 98 295 953 ლარი შეადგინა, რაც მეოთხე კვარტლის პრივატიზების გეგმის 126,02%-შეადგენს.

საანგარიშგებო პერიოდში სააგენტომ 2 925 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. პრივატიზებული სახელმწიფო აქტივებიდან მოსალოდნელი ინვესტიციის ჯამური ოდენობა 100 000 000 ლარს შეაადგენს.

სააგენტო მომავალ წელსაც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს სხვადასხვა, საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას პროაქტიულად შეთავაზებს.

მოგახსენებთ, რომ პრივატიზების პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.

მთავრობის ხელშეწყობით, 2020 წლიდან დღემდე მოიჯარეებმა 1325,9 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები გამოისყიდეს
დრო: 2023-12-27 10:12:00

წარმატებით გრძელდება საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წელს ინიცირებული  „„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება და დამატებითი აქტივების მოზიდვა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დამატებით 11 მოიჯარეს, დუშეთის, ქარელის, მარნეულის, ზუგდიდის, წყალტუბოს, სიღნაღის, მცხეთის, ლანჩხუთის, ონის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში მდებარე, მათ მიერ იჯარით აღებული 11 ერთეული, ჯამურად  32 ჰა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის უფლება მიეცათ. უძრავი ქონების ჯამური საბაზრო ფასი 699 905 ლარს შეადგენს. გადაწყვეტილება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა ითვალისწინებს იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, რომლებზეც განხორციელებულია სამეურნეო სამუშაოები, მოიჯარეთათვის გამოსყიდვის შესაძლებლობის მიცემას. ამასთან, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით გადაცემული უძრავი ნივთების გამოსყიდვა ხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი შესაბამისი უძრავი ქონების საბაზრო ფასის 75%-ის ოდენობით.

მთლიანობაში,  2020 წლიდან დღემდე პროგრამით 234 პირმა ისარგებლა. იჯარა-გამოსყიდვა განხორციელდა 282 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 325,9 ჰა მიწის ნაკვეთებზე, რომელთა ჯამური საპრივატიზებო ღირებულება 28 265 506 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა გააჩნია სააგენტოს ყველა მოიჯარეს, ვინც აკმაყოფილებს პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.

ყოფილი სანატორიუმი „წყალტუბო“ 2 600 000 ლარად გასხვისდა
დრო: 2023-09-07 16:09:00

საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული მასშტაბური საინვესტიციო პროექტის „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში, კურორტ წყალტუბოში, შოთა რუსთაველის ქუჩა N48-ში  მდებარე ყოფილი სანატორიუმი „წყალტუბო“, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2 600 000 ლარად გაყიდა. 

საპრივატიზებო პირობების მიხედვით, სანატორიუმის ახალმა მფლობელმა შპს“გოლდენ თაუერსმა“, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში ტერიტორიაზე  მინიმუმ 100 ნომრიანი სასტუმრო-ინფრასტრუქტურა და კვების ობიექტები უნდა განათავსოს, რისთვისაც 7 800 000 ლარზე მეტი ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს კურორტ წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის გაზრდას და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

პროექტი „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ ითვალისწინებს წყალტუბოში უნიკალური თანამედროვე სპა-კურორტის შექმნას, სამედიცინო ტურიზმის ჩამოყალიბებას, ტურისტული შეთავაზებების მრავალფეროვნებას, ქალაქის ცენტრისა და საჯარო სივრცის რეაბილიტაციას, ქალაქის ცენტრის ურბანული სივრცის შექმნას. კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში, საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნეს სექტროს  14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი წარუდგინა, რომელთა ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს. დღეის მდგომარეობით უკვე პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები „თბილისი“, „მედეა“ და „წყალტუბო“. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 11,582,300 ლარი შეადგინა. დარჩენილი სანატორიუმების პრივატიზების პროცესი აქტიურად გრძელდება.

კურორტ ცემში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „მზიური“ ახალ სიცოცხლეს შეიძენს
დრო: 2023-09-06 15:09:00

ბორჯომის მუნიციპალიტეტის, კურორტ ცემს  მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსი შეემატება და ახალი ტურისტული მიზიდულობის კერა შეიქმნება. ყოფილი სანატორიუმი „მზიურის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 37,09%-იანი წილი, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, 1 მლნ ლარად საკუთრებაში შპს „მზიურს“ გადასცა. საინვესტიციო პირობების მიხედვით, ახალი სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, არანაკლებ 7 500 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 75 ნომრიანი სასტუმრო, ღია საცურაო აუზი, ავტოსადგომი და სპორტული მოედნები აშენდება.

 „სანატორიუმი მზიური“  გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან ფუნქციონირებდა და მისი მდებარეობიდან გამომდინარე წარმოადგენდა უნიკალურ გამაჯანსაღებელ კურორტს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ვიზიტორებისთვის. უფუნქციოდ დარჩენილი სანატორიუმი მალე ახალ სიცოცხლეს შეიძენს და ცემის სამკურნალო თვისებების მქონე ჰავასთან ერთად ვიზიტორებს სხვადასხვა სასტუმრო სერვისებს შეთავაზებს.

აღნიშნული საინვესტიციო პროექტი ხელს შეუწყობს ბორჯომის ტურისტული პოტენციალის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი  სამუშაო ადგილების შექმნას.

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე საძოვრის კატეგორიის 21 მიწის ნაკვეთი  ფერმერებს დროებით სარგებლობაში გადაეცა.
დრო: 2023-08-15 10:08:00

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ „მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს“ აქტიური  მუშაობის შედეგად, მთავრობის გადაწყვეტილებით, დედოფლისწყაროს, ახალციხის, დმანისის, ბორჯომის, სიღნაღის და ხობის მუნიციპალიტეტებში მდებარე, ჯამში 1012.8102  ჰა, საძოვარი 12 ფიზიკურ პირს, იჯარის უფლებით, 3 წლის ვადით გადაეცათ. საძოვრით სარგებლობის წლიურად გადასახდელი  ქირა 13 845 ლარს შეადგენს.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა 2021 წელს დამტკიცდა. პროგრამის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრების რაციონალურად გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, საძოვრების დეგრადაციის პრევენცია, მეცხოველეობის განვითარებია და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა, ასევე მეცხოველეობის სფეროში დასაქმებული ფერმერებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელსაც შერჩეული აქვს საძოვარი და, ამავდროულად, განაცხადის წარდგენისას მას ან მის მეპაიეს მფლობელობაში აქვს იჯარის უფლებით გასაცემი საძოვრის ასათვისებლად საკმარისი რაოდენობის მსხვილფეხა ან წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი.

 

ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით 367 დევნილ ოჯახს, წლების განმავლობაში ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება დაუკანონდა
დრო: 2023-07-24 11:07:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით 367 დევნილ ოჯახს, წლების განმავლობაში, მათ მიერ ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული 409 უძრავ ქონება დაუკანონდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული. საკუთრებაში გადაცემული ქონება მოიცავს საცხოვრებელ ფართებს და მიწის ნაკვეთებს.

მხოლოდ მიმდინარე, 2023 წელს საერთო ჯამში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 704 დევნილ ოჯახს 751 უძრავი ქონება გადაეცა. მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით დევნილთათვის დაკანონებული უძრავი ქონება ამჯერადაც პრაქტიკულად, ქვეყნის  ყველა რეგიონში მდებარეობს - თბილისში, ქუთაისში, ჩხოროწყუში, შიდა ქართლში, თელავში, მცხეთაში, ბორჯომში, ქვემო ქართლში, სამეგრელოში, იმერეთში, ბათუმსა და რაჭა-ლეჩხუმში.

დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი გაცხადებული პრიორიტეტია, მათ შორის ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული ქონების დაკანონების კუთხით. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად თანამშრომლობენ - ჯანდაცვის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე დევნილთათვის უძრავი ქონების, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი უკვე რამდენიმე წელია ინტენსიურად მიმდინარეობს. შესაბამისად, წლიდან წლამდე უმჯობესდება დევნილ ოჯახთა როგორც საცხოვრებელი, ისე სოციალური პირობები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, კერძოდ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ამ საკითხზე მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას.

მთავრობის გადაწყვეტილებით ფერმერებს საძოვრები დროებით სარგებლობაში გადაეცათ
დრო: 2023-06-20 10:06:00

საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული  „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე საძოვრის კატეგორიის 66 მიწის ნაკვეთი  45 ფიზიკურ პირს დროებით სარგებლობაში გადაეცა.

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ „მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს“ აქტიური მუშაობის შედეგად, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ნონოწმინდას, თეთრიწყაროს, გორის, ბორჯომის, დმანისის, საგარეჯოს, წყალტუბოს, ყვარლის, ასპინძის, მცხეთის, დაბა ასპინძის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში მდებარე ჯამში 6467,4 ჰა საძოვარი ფერმერებს, იჯარის უფლებით, 3 წლის ვადით გადაეცათ. საძოვრით სარგებლობის წლიურად გადასახდელი  ქირა 81 665 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა 2021 წელს დამტკიცდა. მისი მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრების რაციონალურად გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, საძოვრების დეგრადაციის პრევენცია, მეცხოველეობის განვითარებია და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა, ასევე მეცხოველეობის სფეროში დასაქმებული ფერმერებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელსაც შერჩეული საძოვარი და, ამავდროულად, განაცხადის წარდგენისას მას ან მის მეპაიეს მფლობელობაში აქვს იჯარის უფლებით გასაცემი საძოვრის ასათვისებლად საკმარისი რაოდენობის მსხვილფეხა ან წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი.