დაბა სურამში ახალი სასტუმრო აშენდება
დრო: 2018-05-25 11:11:34

სამკურნალო ტურიზმის  განვითარების მიზნით პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე რეკრეაციულ–საკურორტო ზონაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 5140 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 70 000 ლარად გაიყიდა.

საპრივატიზებო პირობის მიხედვით მყიდველი აღნიშნულ უძრავ ქონებაზე სასტუმრო კომპლექსს  ააშენებს, რომელიც როგორც ადგილობრივ ასევე უცხოელ სტუმრებს უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ეს უკვე რიგით მესამე სასტუმრო იქნება, რომელიც დაბა სურამში აშენდება.   

შეგახსენებთ, რომ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსათვის ფარგლებში“ ჯამში უკვე გაყიდულია 51 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 107 მილიონ ლარს აჭარბებს.

კურორტი "ახტალა" სახელმწიფო აუქციონზე იყიდება
დრო: 2018-05-25 11:10:01

სამკურნალო ტურიზმის  განვითარების მიზნით პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე რეკრეაციული საკურორტო კომპლექსი სს „კურორტი ახტალას“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3 549 156  ცალი აქცია გასაყიდად გამოიტანა. აქციათა საწყისი ფასი    3 755 000 ლარს შეადგენს.

ახტალა საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია, სადაც მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვადასხვა დაავადებებს. ახტალას ტალახის სამკურნალო თვისებებიდან გამომდინარე კურორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ, მათ შორის ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ავსტრიიდან და გერმანიიდან.

საპრივატიზებო პირობის მიხედვით მყიდველმა უნდა უზრუნველყოს სულ მცირე 12 000 000 ლარის ინვესტიცია და 120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსის მოწყობა, რომელიც უნდა მოიცავდეს ღია და დახურული ტიპის საცურაო აუზებს, რესტორნებს, სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელ ცენტრს და სულ მცირე 50 ავტომობილზე გათვლის ავტოსადგომს. ამავე დროს მყიდველმა სასტუმრო კომპლექსში უნდა უზრუნველყოს სულ მცირე 50 ადამიანის დასაქმება და კურორტზე დასაქმებულთა სულ მცირე 80%–თან, მათივე თანხმობის შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის შენარჩუნება. 

აუქციონის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:   

https://www.eauction.ge/Home/EntityView/522020

 

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარი წარმოების გაფართოვების მიზნით სახელმწიფოსგან 1 605 000 ლარად მომიჯნავე ქონებას ყიდულობს
დრო: 2018-05-08 16:47:45

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“  ბენეფიციარი შპს „ქოჩკაბლო“, რომელიც ქ.თბილისში, საქნავთობის დასახლებაში სახელმწიფოს მიერ გადაცემულ უძრავ ქონებაზე სპილენძისა და ალუმინის მწარმოებელ საწარმოს აშენებს, რისთვისაც 3 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, ფართოვდება და  მომიჯნავედ არსებულ 22 206 კვ.მ. მიწის ნაკვეთს სახელმწიფოსგან 1 605 000 ლარად აუქციონზე ყიდულობს.  ახალი  საწარმო დამატებით 50-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის და თავის საქმიანობას მსოფლიოში არსებული უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით განახორციელებს, რაც უზრუნველყოფს სრულად ავტომატიზებულ წარმოებასა და დაბალ საწარმოო ფასს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „ქოჩკაბლოს“, ქალაქ თბილისში, სამრეწველო ზონაში, ჭირნახულის ქუჩაზე მდებარე 9502 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა–ნაგებობა საინვესტიციო ვალდებულებით, საწარმოს ასაშენებლად  გადასცა.

 

ყვარელში ილიას ტბასთან სასტუმრო აშენდება
დრო: 2018-04-30 14:56:53

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსათვის“ ფარგლებში ყვარელში,  ილიას  ტბის  მიმდებარედ   40 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსი აშენდება. სასტუმროს მოსაწყობად ინვესტორი სულ მცირე 5 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და 40 ადამიანს დაასაქმებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე  152 000 ლარად ყვარელში,  ილიას  ტბის  მიმდებარედ   არსებული 29 962  კვ.მ უძრავი ქონება გაყიდა. 

შეგახსენებთ, რომ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“  ფარგლებში უკვე გაყიდულია 50 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 100 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აკადემიკოს ე. ფიფიას სახელობის კლინიკური საავადმყოფო აუქციონზე გაიყიდა
დრო: 2018-04-12 11:56:13

სახელმწიფო საწარმოების მინიმალიზაციის პროექტის ფარგლებში, შპს ,,აკადემიკოს ე. ფიფიას  სახელობის სახალხო კლინიკური  საავადმყოფოს“  სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 430 000 ლარად გაყიდა.

აუქციონის პირობის მიხედვით მყიდველი ვალდებულია საწარმოს  კუთვნილ უძრავ ქონებაზე  სულ მცირე 10 წლის განმავლობაში  უზრუნველყოს სამედიცინო პროფილით  ფუნქციონირება და კლინიკაში ამჟამად  დასაქმებული პერსონალის არანაკლებ 80%-თან შეინარჩუნოს შრომითი ხელშეკრულებები.

სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს სახელმწიფოს მონაწილეობით შექმნილი საწარმოების რაოდენობის ოპტიმიზაცია-მინიმიზაციის პროცესს.

 

ქუთაისში ლითონის საწარმო გაიხსნება
დრო: 2018-03-15 09:15:39

„აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, ქუთაისში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი არაძვირფასი ლითონების საწარმო გაიხსნება. საწარმოში 3 932 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 80 ადამიანი დასაქმდება.

საწარმო რკინეულობის პირველადი ნედლეულისაგან მაღალტექნოლოგიური დამუშავების შედეგად მავთულის სხვადასხვა სახეობასა და მისგან მეორადი დამუშავებით მიღებულ სხვადასხვა მზა პროდუქციას აწარმოებს. საწარმო წლიურად ნახშირბადიანი ფოლადისაგან 8 520 ტონა, 900 ტონა ეკლიან, 1 920 ტონა მავთულის ბადეს და 960 ტონა ლურსმანს დაამზადებს. აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე, კერძოდ აზერბაიჯანსა და სომხეთში  განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, #7-ში მდებარე 14 152 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა შპს „ჯეომეტალს“ გადასცა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის თებერვლის თვის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, კერძოდ ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 337 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 820 მლნ ლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 13 500-ზე მეტს შეადგენს.

 

კურორტ ლიბანში ყოფილი სანატორიუმი გაიყიდა
დრო: 2018-03-14 17:33:05

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს– სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსათვის“ ფარგლებში კონკურენციის პირობებში 22 ბიჯით აუქციონზე 1 003 000 ლარად კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტ ლიბანში მდებარე ყოფილი „სანატორიუმი ლიბანი“ გაყიდა.

რამდენიმე წელიწადში დამსვენებლებს მე–19 საუკუნის პირველ ნახევარში –  ამპირის სტილში აშენებული, განახლებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სულ მცირე 70 ნომრის მქონე სასტუმრო უმასპინძლებს. სასტუმროს ტერიტორიაზე განთავსებული იქნება რესტორანი, ღია და დახურული ტიპის აუზი და  40 ავტომობილზე გათვლილი საკუთარი ავტოსადგომი. სასტუმროს მოსაწყობად ინვესტორი 8 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსათვის“ მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო კომპლექსები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 49 314 501  ლარის ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა მინიმუმ 98 200 000 ლარს შეადგენს.

„50 ქონება შენი სასტუმროსათვის“პროექტის ფარგლებში ყოფილი სანატორიუმი ივერია გაიყიდა
დრო: 2018-03-14 17:31:53

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში შპს „ივერია პალასს“ საინვესტიციო ვალდებულებით ყოფილი „სანატორიუმი ივერია“  500 000 ლარად გადასცა.

საინვესტიციო პირობის მიხედვით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე კომპანია  უზრუნველყოფს სულ მცირე 10 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას და 60 ადამიანის დასაქმებას.

წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმი „ივერიას“ ტერიტორიაზე 130 ნომერის მქონე სასტუმრო აშენდება, რომელშიც განთავსებული იქნება საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი და მინიმუმ 40 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი.

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსათვის“ მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო კომპლექსები.

შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 48 311 501 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, ამასთან სასტუმროს ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა სულ მცირე 81 200 000 ლარს შეადგენს.

 

ორხევის დასახლებაში კოსმეტიკური ძაფების საწარმო აშენდება
დრო: 2018-02-21 12:31:16

შპს „აპტოსი“ თბილისში, ორხევის დასახლებაში კოსმეტიკური ძაფების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებითა და დანადგარებით იქნება აღჭურვილი. ახალი  საწარმო უნიკალური იქნება თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, მასში 75 ადამიანი დასაქმდება და არანაკლებ 2 340 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

პროექტის მხარდასაჭერად შპს „აპტოსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ორხევის დასახლებაში, მექანიკური ქარხნის მიმდებარედ 10 000 კვ.მ.  მიწის ნაკვეთი გადასცა.

შპს „აპტოსი“ 1996 წლიდან აწარმოებს სახის და სხეულის კანის გადასაჭიმ ძაფებს, რაც წარმატებით გამოიყენება როგორც პლასტიკურ და ესტეტიკურ ქირურგიაში, ასევე დერმატო-კოსმეტოლოგიაში.

ახალი საწარმოს აშენებით, კომპანია  წარმოების თითქმის ყველა ეტაპს გერმანიიდან საქართველოში გადმოიტანს,  რითიც შემცირდება საწარმოო ციკლის დრო და გაიზრდება წარმოების მოცულობა. „აპტოსი“ 2021 წლამდე აშშ-ს,ბრაზილიის, ავსტრალიის და ჩინეთის ბაზრებზე შესვლას პროგნოზირებს.

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში სულ მხარდაჭერილია 336 პროექტი რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 815 მლნ ლარზე მეტია.  კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა ჯამში 419 მლნ ლარზე მეტია, ხოლო აღნიშნული პროექტებით ჯამში 13,300-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

 

კურორტ ლიბანში ყოფილი სანატორიუმი იყიდება
დრო: 2018-02-13 17:55:39

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს– სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსათვის“ ფარგლებში აუქციონზე კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტ ლიბანში მდებარე ყოფილი „სანატორიუმი ლიბანი“ გასაყიდად გამოიტანა.

სანატორიუმი მე–19 საუკუნის პირველ ნახევარში –  ამპირის სტილშია აშენებული.  შენობის მთავარი კორპუსი სიგრძეში 153 მეტრია და სამი სართულისაგან შედგება, აღნიშნული ქონების საერთო ფართი 52 040 კვ. მ–ია.

უძრავი ქონების საწყისი გასაყიდი ფასი – 937 000 ლარია.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.eauction.ge/Home/EntityView/497850

აუქციონის პირობის მიხედვით მყიდველმა უნდა უზრუნველყოს 8 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება და სულ მცირე 70 ნომრის მქონე  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი  სასტუმროს  მოწყობა, სადაც განთავსებული იქნება რესტორანი, ღია და დახურული ტიპის საცურაო აუზი და 40 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი. ამასთან, აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, შესაბამისად მყიდველი ვალდებული იქნება უზრუნველყოს მისი მოვლა–პატრონობა.

შეგახსენებთ, რომ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსათვის“ მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო კომპლექსები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 44 906 501 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 69 200 000 ლარს შეადგენს.

თბილისში წებოებისა და საღებავების საწარმო გაიხსნება
დრო: 2018-01-11 15:29:17

შპს „ჯეოჩემი“ თბილისში წებოებისა და საღებავების მწარმოებელ საწარმოს გახსნის. კომპანია 2 445 168 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და 40 ადამიანს დაასაქმებს. საწარმო გამოუშვებს ცემენტისა და ბეტონის დანამატებს, სხვადასხვა სახის წებოებს, წყალგაუმტარ ემულსირებულ ბიტუმს, ავტომობილის ანტიფრიზს და პლასტმასის კონტეინერებს.  

შპს „ჯეოჩემ“–ს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ქალაქ თბილისში, ქინძმარაულის ქუჩა #33-ში მდებარე 4 022 კვ.მ. უძრავი ქონება გადასცა.

სურამში ყოფილი ბანაკი „ფოლადი“ იყიდება
დრო: 2017-12-22 15:18:39

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმატებით აგრძელებს პროექტს „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“, რომლის მიზანია ინვესტორებს საქართველოს მასშტაბით შეთავაზოს უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით სასტუმრო-კომპლექსის განვითარება. ამჯერად, სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა დაბა სურამში, ჩუმათელეთში მდებარე ყოფილი ბანაკი „ფოლადი“. აღნიშნული უძრავი ქონება 27 ერთეულ შენობა-ნაგებობას მოიცავს, რომელიც განთავსებულია 30511 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მიმზიდველია სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. უძრავი ქონების საწყისი ღირებულება 890 000 ლარს შეადგენს და აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა.  

აუქციონის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.eauction.ge/Home/EntityView/488602