სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული მომსახურებებით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ შესაბამისი შაბლონური განაცხადი NASP…, ხოლო შაბლონური განცხადების არ არსებობის შემთხვევაში, თავისუფალი ფორმატის განცხადება NASP05

სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობები და განცხადებების შაბლონები:

  1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზება;Nasp02; Nasp04; Nasp24
  2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზება (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული);Nasp22
  3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის (წილები, აქციები) აუქციონის ფორმით პრივატიზება; Nasp23
  4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება;Nasp10, Nasp 17
  5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის, პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება; Nasp19
  6. საწარმოების ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემა, ჩამოწერა, მიყიდვა, გირაოთი, იპოთეკით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა ფორმებით დატვირთვა;Nasp21
  7. წილებისა და აქციების, აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემა;
  8. მართვის უფლებით გადაცემული, წილებისა და აქციების მმართველი პირის მიერ, მის მართვაში არსებული საწარმოს კაპიტალში სახელმწიფო ქონების, მათ შორის, აქციებისა და წილების, ასევე ფულადი შენატანის (შენატანების) განხორციელების შესახებ თანხმობის გაცემა;
  9. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული) პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება;Nasp07, Nasp18
  10. სახელმწიფო ქონების ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში გადაცემა, სახელმწიფო ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ; Nasp09
  11. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა;Nasp11, Nasp20
  12. სახელმწიფო ქონების იპოთეკით ან/და გირავნობით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა ფორმით დატვირთვის თაობაზე თანხმობის გაცემა;Nasp12
  13. ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლება;
  14. დაინტერესებული პირების მიმართვის საფუძველზე, სახელმწიფოს, როგორც თანამესაკუთრის, მიერ თანხმობის გაცემა;Nasp06
  15. სახელმწიფო ორგანოს მიერ გასხვისებული მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილისთვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის განსაზღვრა;
  16. შენობა-ნაგებობაზე ჩასატარებელი სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზება;
  17. ფართის ცვლილების გარეშე უძრავი ქონების კონფიგურაციის ცვლილებაზე თანხმობა;Nasp14
  18. სახელმწიფო ორგანოს მიერ გასხვისებული ფართის ცვლილებაზე თანხმობა;
  19. პირობებით გასხვისებული მიწის ნაკვეთის გამიჯვნა/გაერთიანება;
  20. სახელმწიფოსა და ფიზიკური ან იურიდიული პირ(ებ)ის თანასაკუთრებაში არსებული ქონების გამიჯვნაზე თანხმობა;
  21. აწარმოე საქართველოში; NASP26 
  22. ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციის პროგრამა; NASP27
  23. ტყის ფონდის კორექტირება და შეძენა; NASP25
  24. აუქციონის ინიცირების უზრუნველყოფა;  NASPA15
  25. აუქციონში მონაწილეობის უზრუნველყოფა; NASPA16
  26. აუქციონის ბეს დაბრუნება; NASPA13
  27. ერთი ლარის გადახდის დადასტურება; NASPA01
  28. სახელმწიფო და კერძო საკუთრების გადაფარვა; NASPA03
  29. მოძრავი ქონებით სარგებლობა; NASPA08

 

 

NASP27.