სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ საქართველოს მასშტაბით ფლობს 5 სავაჭრო ობიექტს სახელწოდებით - ,,კალათა“. სავაჭრო ობიექტების მეშვეობით ხორციელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების რეალიზაცია/პრივატიზება. 

დღეისათვის სავაჭრო ობიექტები წარმოდგენილია შემდეგ მისამართებზე: 

ქ. თბილისი, პ. იაშვილის ქ. #4, რ. გაბაშვილის ქ. #71 (2 ობიექტი);

ქ. ახალციხე, 9 აპრილის ქ. #24;

ქ. სამტრედია, აღმაშენებლის მე-6 ჩიხი.