მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის მომზადებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების საფასურის ანაზღაურება განხორციელდა.
მითითებული კანონის საფუძველზე გამოიცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება, რომელიც არეგულირებს წარმოებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების საკითხს. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა მხოლოდ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აზომვითი სამუშაოების დაფინანსება, ამზომველის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების გზით.
ანაზღაურების წესი და პირობები:
- ანაზღაურდა ამზომველსა და დაინტერესებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული მიწის აზომვაზე გაწეული ხარჯები, თითოეულ მესაკუთრეზე არაუმეტეს 5 ჰა-ს ფარგლებში;
- ზღვრული ოდენობები განისაზღვრა შემდეგი სახით:
ა) 1,5 ჰა-მდე მიწაზე – ერთ სარეგისტრაციო ობიექტზე არაუმეტეს 80 ლარის ოდენობით;
ბ) 1,5 ჰა-დან 5 ჰა-მდე მიწაზე – ერთ სარეგისტრაციო ობიექტზე არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით;”
ანაზღაურებას არ დაექვემდებარა მიწის აზომვაზე გაწეული ხარჯები, თუ დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწა, რეესტრში დარეგისტრირდა გეოგრაფიულად ერთმანეთის მომიჯნავე ცალკე რეგისტრაციის ობიექტებად (სხვადასხვა საკადასტრო კოდის მქონე დამოუკიდებელ მიწის ნაკვეთებად).
პროცესი დაიწყო დაინტერესებული მხარის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განაცხადის წარდგენის გზით, მიწის პირველადი რეგისტრაციის ან/და დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციის მიზნით.
დაინტერესებული პირი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, რეგისტრაციის მიზნით უნდა წარედგინა კანონმდებლობით განსაზღრულ დოკუმენტაცია, მათ შორის, აზომვითი ნახაზების მომზადების დამადასტურებელ დოკუმენტაცია.
- ამზომველთან გაფორმებულ ხელშეკრულება;
- შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ მიღება-ჩაბარების აქტი;
- გაწეული მომსახურების ხარჯების ამსახველ დოკუმენტი.
- ამზომველის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ანაზღაურებასთან დაკავშირებით მიღებული სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ამზომველისთვის საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება ახორციელებდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
2018 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით (პროექტის დაწყებიდან დღემდე) სუბსიდირების პროექტის ფარგლებში ანაზღაურებულია 275 586 რეგისტრაცია (ნახაზი) თანხით - 21,940,599 ლარი - (დარეგისტრირებულია 60492,71 ჰექტარი მიწა)
პროექტის ფარგლებში დარეგისტრირებული აზომვითი კომპანიების ბაზა