სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა

დრო: 2020-09-12 12:09:00

ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს შეფერხებული ეკონომიკური აქტივობის შედეგად, სამშენებლო სექტორზე უარყოფითი გავლენის მინიმიზაციისა და უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ „სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა.

პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ კონკურსში გამარჯვებულ მენაშენეებთან დაიდება გაყიდვის ოფციის ხელშეკრულება მათ მიერ აშენებულ მრავალბინიან სახლ(ებ)ში არსებული საცხოვრებელი ფართების გამოსყიდვასთან დაკავშირებით. 

კონკურსში გამარჯვებულები

„სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის N386 დადგენილება 

პროგრამით დადგენილი ტექნიკური პირობები 

გაყიდვის ოფციის ხელშეკრულება