სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” განცხადება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში გამართულ საპროტესტო აქციის თაობაზე
დრო: 2021-05-15 16:05:00
გაცნობებთ, რომ ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოხისში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების 4 მიწის ნაკვეთის (ჯამური ფართობი 28.8 ჰა) პრივატიზების მიზნით 2021 წლის 30 მარტს გამოცხადდა ელექტრონული აუქციონები და დასრულდა 15 აპრილს. აღსანიშნავია, რომ აუქციონები გამოცხადდა საპრივატიზებო პროცედურების სრული დაცვით, მათ შორის წარმოდგენილი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის დადებითი პოზიცია დასახელებული მიწის ნაკვეთების განკარგვის თაობაზე. უძრავი ქონებაზე არ ფიქსირდება იჯარით სარგებლობის უფლება, შესაბამისად არ არსებობდა პრივატიზების დამაბრკოლებელი გარემოება.
ელექტრონული აუქციონები მიმდინარეობდა გამჭვირვალედ და ყველა დაინტერესებულ პირს თანაბარი შესაძლებლობა ქონდა მონაწილეობა მიეღო ვაჭრობაში. აუქციონებში დაფიქსირდა მონაწილეთა სიმრავლე და კონკურენციის შედეგად გამარჯვებულ პირად გამოვლინდა შპს აგროინდუსტრია.
საპრივატიზებო პირობების მიხედვით კომპანია ვალდებულია 3 წლის ვადაში უზრუნველყოს მიწის ნაკვეთბის ჯამური ფართობის არანაკლებ 60%-ზე მრავალწლიანი ნარგავების გაშენება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რისთვისაც მინიმუმ 86 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და დაასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას.