მისამართი: ილია ჭავჭავაძის 49ა

ტელეფონი: 1420

ელექტრონული ფოსტა: info@nasp.gov.ge
„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში 160 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება გაიყიდა

დრო: 2021-06-23 18:28:16

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების სამინისტროს სახელმწიფოქონების ეროვნული სააგენტო წარმატებითაგრძელებს დაჩქარებული პრივატიზაციისპროცესსმიმდინარე წელს, განახლებული სახელმწიფო პროგრამა „100 საინვესტიციოშეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებშისააგენტომ კერძო სექტორს ჯამში 200 მლნ ლარზე მეტი საწყისი ღირებულების 308 ობიექტი შეთავაზა, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და სახელმწიფო საწარმოები. დღეის მდგომარეობით ელექტრონულ აუქციონებზე ვაჭრობა 161 ობიექტზე შედგა, რომელთა საწყისი ფასი 101,984,700 ლარი იყო, ხოლო მაღალი კონკურენციის პირობებში აუქციონების საბოლოო შედეგმა 160 მლნ ლარი შეადგინა.