ელექტონულ აუქციონზე შპს „საზღვაო ტექსერვისის 100%-იანი წილი 1,700,850 ლარად გაიყიდა

დრო: 2021-07-08 17:07:00

 

დაჩქარებული პრივატიზაციის ფარგლებში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „საზღვაო ტექსერვისის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი ელექტრონულ აუქციონზე   1,700,850 ლარად გაყიდა. აქტივის საწყისი  ღირებულება 1 697 850 ლარს შეადგენდა. 

გაცნობებთ, რომ პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში მიმდინარე წელს  ჯამში  პრივატიზებულია 4 სახელმწიფო საწარმო: შპს „საზღვაო ტექსერვისის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი , სს „მცხეთის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 3 372 ცალი აქცია, „თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის“ 100%-იან წილი და შპს ,,ჭიათურის ავტოსადგურის’’  სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 49%-იანი წილი.

სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და  ხელმისაწვდომია.  ყველა დაინტერესებულ პირს თანაბარი შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიეღომიმდინარე ელექტრონულ აუქციონში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებს ბიზნეს სექტორისთვის საინვესტიციოდ მიმზიდველი სახელმწიფო ქონების შეთავაზებას.