ბათუმი თაუერი გაიყიდა
დრო: 2015-03-12 00:00:00
სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ქ. ბათუმში, ნინოშვილი/ჟღენტის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონება (ბათუმი თაუერი) 25 004 626 აშშ დოლარად გაყიდა. სააგენტომ აღნიშნული სახელმწიფო ობიექტი ელექტრონულ აუქციონზე საპრივატიზებოდ, პირობიანი ფორმით გამოიტანა. უძრავი ქონება მდებარეობს ქ. ბათუმში, ნინოშვილი/ჟღენტის ქუჩაზე: 4504.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული N01/36 მშენებარე შენობა-ნაგებობა, ამავე შენობაზე განთავსებული მოძრავი ქონება, კერძოდ, ,,მიმოხილვის (სათვალთვალო) ბორბალი“ და 740 კვ.მ გარე გამოყენების ლედ-მედია ეკრანი (Pალამი-Mედია NEთ- 50/50).
აღნიშნული უძრავი ქონება 25 004626 აშშ დოლარად შეიძინა შპს „ბათუმი თაუერმა“ (ს.კ. 404483019 ).
კომპანია ვალდებულია საპრივატიზებო ქონების ბაზაზე განახორციელოს სასტუმრო კომპლექსისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის (მათ შორის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე, გასართობი ობიექტები და სხვა) შექმნა, განახორციელოს 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) აშშ დოლარის ინვესტიცია და უზრუნველყოს აღნიშნული უძრავი ქონების არანაკლებ 4-ვარსკვლავიან, მინიმუმ - 100 ნომრიან სასტუმროდ გადაქცევა.