სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ შეიქმნა 2012 წლის 17 სექტემბერს. სააგენტო შედის საქართველოს ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში და ახორციელებს სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან, სარგებლობის უფლებით გადაცემასა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მართვასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებს. ასევე, სააგენტო მართავს მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებულ საკითხებსა და ახორციელებს ელექტრონული აუქციონების ვებგვერდის www.eauction.ge-ის საშუალებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვას.
სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
1. სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა;
2. სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა;
3. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილების განხორციელება;
4. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეთანხმების, რეგისტრაციის, დამზადების, შენახვის, გამოყენების და ექსპერტიზა-უტილიზაციის საკითხთა მართვა;
5. დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობა, მათ შორის, ელექტრონული აუქციონების ვებგვერდის www.eauction.ge-ს საშუალებით.
სააგენტოს ღირებულებები:
✓ მოქალაქეზე ორიენტირებულობა;
✓ ბიზნესგარემოს განვითარების მხარდაჭერა;
✓ თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვა;
✓ გამჭვირვალობა;
✓ სერვისების განვითარებასა და სრულყოფაზე ორიენტაცია;
✓ ინოვაციურობა.