განცხადების მატერიალური ფორმა

განცხადების ელექტრონული ფორმა

რა არის მოძრავი ნივთი?

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთი არის შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული მოძრავი ქონება, ან სხვა სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირისთვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული მოძრავი  ქონება.

რა ფორმით არის შესაძლებელი მოძრავი ნივთის  გასხვისება?

  • აუქციონის ფორმით პრივატიზება;
  • აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემა;
  • პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება;
  • უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა;
  • კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება;
  • კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით სარგებლობაში გადაცემა.

ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი?

  • საქართველოს მოქალაქე;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქე;
  • კერძო სამართლის იურიდიული პირი ან იმ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25 %-ზე ნაკლებია.
  • სახელმწიფოს, სხვა სუბიექტის ან სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;
  • საქართველოს ეროვნული ბანკი;
  • სახელმწიფო ორგანო;
  • ადგილობრივი თვითმართველობის ორგანო;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
  • საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვისას საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესია.

სად შეიძლება მოძრავი ნივთით დაინტერესების შემთხვევაში განცხადების ჩაბარება?

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ მომსახურების ცენტრსა და იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, გარდა თბილისის ფილიალისა. (თბილისის იუსტიციის სახლში განთავსებულია სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრი).

მოძრავ ნივთზე განცხადების განხილვის ვადა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადა, რომელიც შეადგენს ერთ თვეს. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის, გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ზემოაღნიშნულზე მეტი ვადა, საქმისწარმოების დაწყებისას მიიღება გადაწყვეტილება ვადის განსაზღვრის შესახებ, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 3 (სამი) თვეს.

ვინ იღებს გადაწყვეტილებას პირდაპირი მიყიდვის ფორმით მოძრავი ნივთის განკარგვასთან დაკავშირებით?

პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაწყვეტილებას სააგენტოს წარდგინებით იღებს საქართველოს მთავრობა.

რა შემთხვევაში იღებს მოძრავი ნივთის განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო?

თუ მოძრავი ნივთი არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და ბალანსზე არ ერიცხება სხვა სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.

განცხადების მატერიალური ფორმა

განცხადების ელექტრონული ფორმა

უძრავი ქონების განკარგვის სხვა ფორმები (მატერიალური ფორმა)

უძრავი ქონების განკარგვის სხვა ფორმები (ელექტრონული ფორმა)

რა არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა?

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არის საჯარო რეესტრში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრირებული ან დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის (მეფრინველეობის, მეთევზეობის) პროდუქციის წარმოებისათვის, მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავებით ან/და შენობა ნაგებობებით ან მათ გარეშე.

რა კატეგორიებად იყოფა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა?

  • სახნავი - ყველაზე მაღალი ინტენსივობის სავარგულის კატეგორია;
  • სათიბი - საშუალო ინტენსივობის სავარგულის კატეგორია;
  • საძოვარი - დაბალი ინტენსივობის სავარგულის კატეგორია.

შესაძლებელია თუ არა კატეგორიის ცვლილება?

შესაძლებელია მხოლოდ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილება დაბალი ინტენსივობის სავარგულიდან მაღალი ინტენსივობის სავარგულის კატეგორიაში. მაგალითად: საძოვარის, სათიბის ან სახნავის კატეგორიაში და სათიბის, სახნავის კატეგორიაში გადაყვანა. ასევე, სამივე კატეგორიის მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიწის კატეგორიაში გადაყვანა.

რა ფორმით არის შესაძლებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვა?

  • აუქციონის ფორმით პრივატიზება, გარდა საძოვარისა;
  • აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემა;
  • პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება, გარდა საძოვარისა;
  • პირდაპირი მიყიდვის ფორმით სარგებლობაში გადაცემა;
  • უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა;
  • კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება, გარდა საძოვარისა;
  • კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით სარგებლობაში გადაცემა.

ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი?

  • საქართველოს მოქალაქე, სასყიდლით;
  • კერძო სამართლის იურიდიული პირი, სასყიდლით;
  • საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესია, უსასყიდლოდ;
  • იძულებით გადაადგილებული პირები, უსასყიდლოდ.

სად შეიძლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით დაინტერესების შემთხვევაში განცხადების ჩაბარება?

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ მომსახურების ცენტრსა და იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, გარდა თბილისის ფილიალისა. (თბილისის იუსტიციის სახლში განთავსებულია სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრი).

განცხადების განხილვის ვადა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადა, რომელიც შეადგენს ერთ თვეს. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის, გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ზემოაღნიშნულზე მეტი ვადა, საქმისწარმოების დაწყებისას მიიღება გადაწყვეტილება ვადის განსაზღვრის შესახებ, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 3 (სამი) თვეს.

ვინ იღებს გადაწყვეტილებას პირდაპირი მიყიდვის ფორმით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის განკარგვასთან დაკავშირებით?

პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაწყვეტილებას სააგენტოს წარდგინებით იღებს საქართველოს მთავრობა.

განცხადების მატერიალური ფორმა

განცხადების ელექტრონული ფორმა

უძრავი ქონების განკარგვის სხვა ფორმები (მატერიალური ფორმა)

უძრავი ქონების განკარგვის სხვა ფორმები (ელექტრონული ფორმა)

რა არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა?

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად ითვლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ან დაურეგისტრირებელი მიწა, რომელიც არ განეკუთვნება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწას. საცხოვრებელი და დამხმარე ნაგებობებით ან მათ გარეშე.

რა ფორმით არის შესაძლებელი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვა?

  • აუქციონის ფორმით პრივატიზება;
  • აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემა;
  • პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება;
  • პირდაპირი მიყიდვის ფორმით სარგებლობაში გადაცემა;
  • უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა;
  • კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება;
  • კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით სარგებლობაში გადაცემა.

ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი?

  • საქართველოს მოქალაქე;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქე;
  • კერძო სამართლის იურიდიული პირი ან იმ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25 %-ზე ნაკლებია.
  • სახელმწიფოს, სხვა სუბიექტის ან სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;
  • საქართველოს ეროვნული ბანკი;
  • სახელმწიფო ორგანო;
  • ადგილობრივი თვითმართველობის ორგანო;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
  • საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვისას საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესია.

სად შეიძლება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით დაინტერესების შემთხვევაში განცხადების ჩაბარება?

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ მომსახურების ცენტრსა და იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, გარდა თბილისის ფილიალისა. (თბილისის იუსტიციის სახლში განთავსებულია სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრი).

განცხადების განხილვის ვადა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადა, რომელიც შეადგენს ერთ თვეს. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის, გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ზემოაღნიშნულზე მეტი ვადა, საქმისწარმოების დაწყებისას მიიღება გადაწყვეტილება ვადის განსაზღვრის შესახებ, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 3 (სამი) თვეს.

ვინ იღებს გადაწყვეტილებას, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის განკარგვასთან დაკავშირებით?

პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაწყვეტილებას სააგენტოს წარდგინებით იღებს საქართველოს მთავრობა.

განცხადების მატერიალური ფორმა

განცხადების ელექტრონული ფორმა

რა არის არამატერიალური ქონებრივი სიკეთე?

არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს მიეკუთვნება წილები და აქციები, ასევე ყველა ის მოთხოვნა და უფლება, რომელიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მის მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი ან/და მიენიჭოს უფლება, მოსთხოვოს რაიმე სხვა პირებს.

რა ფორმით არის შესაძლებელი არამატერიალური ქონებრივი სიკეთის  განკარგვა?

  • აუქციონის ფორმით პრივატიზება;
  • აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემა.
  • პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება;
  • პირდაპირი მიყიდვის ფორმით მართვის უფლებით გადაცემა.
  • კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება;
  • კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით მართვის უფლებით გადაცემა.

ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი?

  • საქართველოს მოქალაქე;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქე;
  • კერძო სამართლის იურიდიული პირი ან იმ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25 %-ზე ნაკლებია.
  • სახელმწიფოს, სხვა სუბიექტის ან სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;
  • საქართველოს ეროვნული ბანკი;
  • სახელმწიფო ორგანო;
  • ადგილობრივი თვითმართველობის ორგანო;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
  • საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვისას საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესია.

სად შეიძლება არამატერიალური ქონებრივი სიკეთით დაინტერესების შემთხვევაში განცხადების ჩაბარება?

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ მომსახურების ცენტრსა და იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, გარდა თბილისის ფილიალისა. (თბილისის იუსტიციის სახლში განთავსებულია სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრი).

არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესთან დაკავშირებული განცხადების განხილვის ვადა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადა, რომელიც შეადგენს ერთ თვეს. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის, გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ზემოაღნიშნულზე მეტი ვადა, საქმისწარმოების დაწყებისას მიიღება გადაწყვეტილება ვადის განსაზღვრის შესახებ, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 3 (სამი) თვეს.

ვინ იღებს გადაწყვეტილებას პირდაპირი მიყიდვის ფორმით არამატერიალური სიკეთის განკარგვასთან დაკავშირებით?

პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაწყვეტილებას სააგენტოს წარდგინებით იღებს საქართველოს მთავრობა.

განცხადების მატერიალური ფორმა

განცხადების ელექტრონული ფორმა

რა არის სახელმწიფო ქონების სერვიტუტით დატვირთვა?

სერვიტუტი არის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების გამოყენება (დატვირთვა), მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ იმგვარად რომ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს, ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება ან/და გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ. სერვიტუტის უფლების დადგენა შესაძლებელია განხორციელდეს სასყიდლით ან უსასყიდლოდ.

ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი?

უძრავი ქონების მესაკუთრე, ფიზიკური ან იურიდიული პირი ან/და მათი წარმომადგენელი.

სად შეიძლება სერვიტუტით დატვირთვის თაობაზე განცხადების ჩაბარება?

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ მომსახურების ცენტრსა და იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, გარდა თბილისის ფილიალისა. (თბილისის იუსტიციის სახლში განთავსებულია სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრი).

განცხადების განხილვის ვადა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადა, რომელიც შეადგენს ერთ თვეს. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის, გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ზემოაღნიშნულზე მეტი ვადა, საქმისწარმოების დაწყებისას მიიღება გადაწყვეტილება ვადის განსაზღვრის შესახებ, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 3 (სამი) თვეს.

ვინ იღებს გადაწყვეტილებას სერვიტუტით დატვირთვასთან დაკავშირებით?

გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

განცხადების მატერიალური ფორმა

რა არის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ინდივიდუალურ საკუთრებად რეგისტრაციაზე თანხმობა?

თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ინდივიდუალურ საკუთრებად რეგისტრაცია არის დაინტერესებული პირის მოთხოვნა, მოახდინოს თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, ფართის ინდივიდუალური საკუთრების უფლებით ან/და წილობრივი მონაცემებით რეგისტრაცია.

ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი?

უძრავი ქონების თანამესაკუთრე, ფიზიკური ან იურიდიული პირი ან/და მათი წარმომადგენელი.

სად შეიძლება  თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ინდივიდუალურ საკუთრებად რეგისტრაციაზე თანხმობით დაინტერესების შემთხვევაში განცხადების ჩაბარება?

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ მომსახურების ცენტრსა და იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, გარდა თბილისის ფილიალისა. (თბილისის იუსტიციის სახლში განთავსებულია სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრი).

განცხადების განხილვის ვადა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადა, რომელიც შეადგენს ერთ თვეს. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის, გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ზემოაღნიშნულზე მეტი ვადა, საქმისწარმოების დაწყებისას მიიღება გადაწყვეტილება ვადის განსაზღვრის შესახებ, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 3 (სამი) თვეს.

ვინ იღებს გადაწყვეტილებას თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ინდივიდუალურ საკუთრებად რეგისტრაციასთან დაკავშირებით?

გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

განცხადების მატერიალური ფორმა

განცხადების ელექტრონული ფორმა

რა არის უძრავი ქონების რეგისტრაციაზე/რეგისტრირებული მონაცემების ცვლილებაზე თანხმობა?

დაინტერესებული მხარის მიერ წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად, სააგენტოს მიერ მომზადებული თანხმობის დოკუმენტის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, უფლების რეგისტრაცია ან რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა.

ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი?

ფიზიკური ან იურიდიული პირი ან/და მათი წარმომადგენელი.

სად შეიძლება უძრავი ქონების რეგისტრაციაზე/რეგისტრირებული მონაცემების ცვლილებაზე დაინტერესების შემთხვევაში განცხადების ჩაბარება?

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ მომსახურების ცენტრსა და იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, გარდა თბილისის ფილიალისა. (თბილისის იუსტიციის სახლში განთავსებულია სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრი).

განცხადების განხილვის ვადა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადა, რომელიც შეადგენს ერთ თვეს. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის, გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ზემოაღნიშნულზე მეტი ვადა, საქმისწარმოების დაწყებისას მიიღება გადაწყვეტილება ვადის განსაზღვრის შესახებ, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 3 (სამი) თვეს.

ვინ იღებს გადაწყვეტილებას უძრავი ქონების რეგისტრაციაზე/რეგისტრირებული მონაცემების ცვლილებაზე თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით?

გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

განცხადების მატერიალური ფორმა

განცხადების ელექტრონული ფორმა

რა არის ტოლფასი ქონების ურთიერთგაცვლა?

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების, დაინტერესებული მხარისათვის საკუთრებაში გადაცემა, ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ.

ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი?

ქონების მესაკუთრე, ფიზიკური ან იურიდიული პირი ან/და მათი წარმომადგენელი.

სად შეიძლება ტოლფასი ქონების ურთიერთგაცვლასთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად განცხადების ჩაბარება?

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ მომსახურების ცენტრსა და იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, გარდა თბილისის ფილიალისა. (თბილისის იუსტიციის სახლში განთავსებულია სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრი).

როგორ დგინდება ურთიერთგასაცვლელი ქონების ღირებულება?

ურთიერთგასაცვლელი ქონების ღირებულება დგინდება აუდიტორული დასკვნის საფუძველზე. ქონების გაცვლისას თუ ქონება არატოლფასია, შესაძლოა მოხდეს ქონების დარჩენილ ნაწილის თანხით ან/და სხვა ქონებით ანაზღაურება.

განცხადების განხილვის ვადა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადა, რომელიც შეადგენს ერთ თვეს. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის, გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ზემოაღნიშნულზე მეტი ვადა, საქმისწარმოების დაწყებისას მიიღება გადაწყვეტილება ვადის განსაზღვრის შესახებ, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 3 (სამი) თვეს.

ვინ იღებს გადაწყვეტილებას ტოლფასი ქონების ურთიერთგაცვლასთან დაკავშირებით?

ტოლფასი ქონების გაცვლის თაობაზე გადაწყვეტილებას, სააგენტოს წარდგინებით იღებს საქართველოს მთავრობა.

განცხადების მატერიალური ფორმა

განცხადების ელექტრონული ფორმა

რა არის ღიობების, აივნების, ტერასების ან/და სხვა სამუშაოების განხორციელებაზე თანხმობის გაცემა?

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების მომიჯნავედ ან სახელმწიფოსთან თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე, ღიობ(ებ)ის, აივნ(ებ)ის, ტერას(ებ)ის მოწყობის ან/და სამშენებლო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, სააგენტოს მიერ მომზადებული დოკუმენტი.

ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი?

სახელმწიფოსთან თანასაკუთრებაში არსებული ან/და მომიჯნავე ქონების მესაკუთრე/თანამესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი ან/და მათი წარმომადგენელი.

სად შეიძლება ღიობების, აივნების, ტერასების ან/და სხვა სამუშაოების განხორციელებაზე დაინტერესების შემთხვევაში განცხადების ჩაბარება?

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ მომსახურების ცენტრსა და იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, გარდა თბილისის ფილიალისა. (თბილისის იუსტიციის სახლში განთავსებულია სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრი).

განცხადების განხილვის ვადა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადა, რომელიც შეადგენს ერთ თვეს. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის, გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ზემოაღნიშნულზე მეტი ვადა, საქმისწარმოების დაწყებისას მიიღება გადაწყვეტილება ვადის განსაზღვრის შესახებ, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 3 (სამი) თვეს.

ვინ იღებს გადაწყვეტილებას ღიობების, აივნების, ტერასების ან/და სხვა სამუშაოების განხორციელებაზე თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით?

გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

განცხადების მატერიალური ფორმა

განცხადების ელექტრონული ფორმა

რა არის ხაზოვანი ნაგებობის გატარებზე/ხაზოვანი ნაგებობის კვეთაზე თანხმობის გაცემა?

სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ხაზოვანის ნაგებობის გატარება/გადაკვეთასთან დაკავშირებით, სააგენტოს მიერ მომზადებული დოკუმენტი.

ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი?

ფიზიკური ან იურიდიული პირი ან/და მათი წარმომადგენელი.

სად შეიძლება ხაზოვანი ნაგებობის გატარებასთან/ხაზოვანი ნაგებობის კვეთასთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად განცხადების ჩაბარება?

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ მომსახურების ცენტრსა და იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, გარდა თბილისის ფილიალისა. (თბილისის იუსტიციის სახლში განთავსებულია სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრი).

განცხადების განხილვის ვადა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადა, რომელიც შეადგენს ერთ თვეს. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის, გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ზემოაღნიშნულზე მეტი ვადა, საქმისწარმოების დაწყებისას მიიღება გადაწყვეტილება ვადის განსაზღვრის შესახებ, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 3 (სამი) თვეს.

ვინ იღებს გადაწყვეტილებას ხაზოვანი ნაგებობის გატარებზე/ხაზოვანი ნაგებობის კვეთაზე თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით?

გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

განცხადების მატერიალური ფორმა

რა არის ქონების უმკვიდროდ ცნობა?

თუ ქონებას არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ ჰყავს, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ან/და, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთმევა მემკვიდრეობის უფლება, ქონება რეგისტრირდება სახელმწიფო საკუთრებად.

ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი?

ფიზიკური ან იურიდიული პირი ან/და მათი წარმომადგენელი.

სად შეიძლება ქონების უმკვიდროდ ცნობით დაინტერესების შემთხვევაში განცხადების ჩაბარება?

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ მომსახურების ცენტრსა და იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, გარდა თბილისის ფილიალისა. (თბილისის იუსტიციის სახლში განთავსებულია სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრი).

განცხადების განხილვის ვადა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადა, რომელიც შეადგენს ერთ თვეს. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის, გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ზემოაღნიშნულზე მეტი ვადა, საქმისწარმოების დაწყებისას მიიღება გადაწყვეტილება ვადის განსაზღვრის შესახებ, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 3 (სამი) თვეს.

ვინ იღებს გადაწყვეტილებას ქონების უმკვიდროდ ცნობასთან დაკავშირებით?

გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

განცხადების მატერიალური ფორმა

განცხადების ელექტრონული ფორმა

რას არის სახელმწიფო ქონების უზუფრუქტის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემა?

უძრავი ნივთის სხვა პირისათვის სარგებლობაში გადაცემა, ნივთის გამოყენების უფლებამოსილებით ისე როგორც ეს მესაკუთრეს შეუძლია, გარდა ნივთის გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლებისა. უზუფრუქტის უფლების მქონე პირს უფლება აქვს არ დაუშვას ამ ნივთით სარგებლობა მესამე პირების მიერ.

რას არის სახელმწიფო ქონების აღნაგობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემა?

მიწის ნაკვეთის დროებით სარგებლობაში გადაცემა სხვა პირზე, შენობა ნაგებობის აღმართვის უფლებით. აღნაგობის უფლების მქონე პირს შეუძლია აღნაგობის უფლების გასხვისება, მემკვიდრეობით გადაცემა, თხოვება/გაქირავება.

ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი?

დაინტერესებული მხარე შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი ან/და მათი წარმომადგენელი.

სად შეიძლება სახელმწიფო ქონების უზუფრუქტის/აღნაგობის ფორმით უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემით დაინტერესების შემთხვევაში განცხადების ჩაბარება?

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ მომსახურების ცენტრსა და იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, გარდა თბილისის ფილიალისა. (თბილისის იუსტიციის სახლში განთავსებულია სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრი).

განცხადების განხილვის ვადა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადა, რომელიც შეადგენს ერთ თვეს. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის, გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ზემოაღნიშნულზე მეტი ვადა, საქმისწარმოების დაწყებისას მიიღება გადაწყვეტილება ვადის განსაზღვრის შესახებ, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 3 (სამი) თვეს.

ვინ იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ქონების უზუფრუქტის/აღნაგობის ფორმით უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით?

სახელმწიფო ქონების უზუფრუქტის/აღნაგობის ფორმით უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას, სააგენტოს წარდგინებით იღებს საქართველოს მთავრობა.

განცხადების მატერიალური ფორმა

რას არის ქონების დაზუსტება?

ქონების ადგილმდებარეობის დაზუსტების თაობაზე, სააგენტოს მიერ მომზადებული დოკუმენტი. თუ უძრავი ქონება წარსულში წარმოადგენდა სახელმწიფო თანასაკუთრების ობიექტს, ან/და აღნიშნული ქონების განმკარგავს წარმოადგენდა სახელმწიფო, მაგრამ ივარაუდება რომ გარკვეული ფართი შესაძლოა დაექვემდებაროს სახელმწიფო რეგისტრაციას.

ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი?

უძრავი ქონების მესაკუთრე, ფიზიკური ან იურიდიული პირი ან/და მათი წარმომადგენელი.

სად შეიძლება ქონების დაზუსტების თაობაზე განცხადების ჩაბარება?

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ მომსახურების ცენტრსა და იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, გარდა თბილისის ფილიალისა. (თბილისის იუსტიციის სახლში განთავსებულია სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრი).

განცხადების განხილვის ვადა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადა, რომელიც შეადგენს ერთ თვეს. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის, გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ზემოაღნიშნულზე მეტი ვადა, საქმისწარმოების დაწყებისას მიიღება გადაწყვეტილება ვადის განსაზღვრის შესახებ, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 3 (სამი) თვეს.

ვინ იღებს გადაწყვეტილებას ქონების დაზუსტებასთან დაკავშირებით?

გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

რა არის სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირებაზე თანხმობის გაცემა?

დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შესახებ სააგენტოს მიერ მომზადებული დოკუმენტი.

ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი?

ფიზიკური ან იურიდიული პირი ან/და მათი წარმომადგენელი.

სად შეიძლება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად განცხადების ჩაბარება?

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ მომსახურების ცენტრსა და იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, გარდა თბილისის ფილიალისა. (თბილისის იუსტიციის სახლში განთავსებულია სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრი).

განცხადების განხილვის ვადა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადა, რომელიც შეადგენს ერთ თვეს. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის, გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ზემოაღნიშნულზე მეტი ვადა, საქმისწარმოების დაწყებისას მიიღება გადაწყვეტილება ვადის განსაზღვრის შესახებ, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 3 (სამი) თვეს.

ვინ იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირებაზე თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით?

გადაწყვეტილებას სააგენტოს წარდგინებით იღებს საქართველოს მთავრობა, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში სააგენტო.

განცხადების მატერიალური ფორმა

რა არის მიკუთვნება?

მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილისათვის მისაკუთვნებელი სხვა მიწის ნაკვეთის განსაზღვრასთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ მომზადებული დოკუმენტი.

რა შემთხვევაში ხორციელდება მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის ფართობის განსაზღვრა?

იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება.

ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი?

უძრავი ქონების მესაკუთრე, ფიზიკური ან იურიდიული პირი ან/და მათი წარმომადგენელი.

სად შეიძლება მიკუთვნების საკითხის რეგულირების თაობაზე განცხადების ჩაბარება?

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ მომსახურების ცენტრსა და იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, გარდა თბილისის ფილიალისა. (თბილისის იუსტიციის სახლში განთავსებულია სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრი).

განცხადების განხილვის ვადა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადა, რომელიც შეადგენს ერთ თვეს. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის, გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ზემოაღნიშნულზე მეტი ვადა, საქმისწარმოების დაწყებისას მიიღება გადაწყვეტილება ვადის განსაზღვრის შესახებ, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 3 (სამი) თვეს.

ვინ იღებს გადაწყვეტილებას მიწის ნაკვეთისათვის მისი არსებითი შემადგენელი ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებით?

გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

განცხადების მატერიალური ფორმა

რა არის ქონების იპოთეკით დატვირთვაზე თანხმობა?

იპოთეკა წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილების უზრუნველყოფის საშუალებას, როდესაც კრედიტორს (მხარეს) ეძლევა უფლება იპოთეკის უფლებით დატვირთული ნივთის რეალიზებით ან ამ ნივთის საკუთრებაში გადაცემით სხვა კრედიტორებთან შედარებით, პირველ რიგში დაიკმაყოფილოს მოთხოვნა.

რა შემთხვევაშია შესაძლებელი სახელმწიფო ქონების იპოთეკით დატვირთვა?

საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულების მიზნით, ქონების მმართველის თანხმობით, ქონების შემძენს უფლება აქვს იპოთეკით დატვირთოს უძრავი ნივთი.

ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი?

საპრივატიზებო ვალდებულებით გასხვისებული ქონების შემძენი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ან/და მათი წარმომადგენელი.

სად შეიძლება სახელმწიფო ქონების იპოთეკით დატვირთვის შესახებ თანხმობის მისაღებად განცხადების ჩაბარება?

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ მომსახურების ცენტრსა და იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, გარდა თბილისის ფილიალისა. (თბილისის იუსტიციის სახლში განთავსებულია სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრი).

განცხადების განხილვის ვადა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადა, რომელიც შეადგენს ერთ თვეს. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის, გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ზემოაღნიშნულზე მეტი ვადა, საქმისწარმოების დაწყებისას მიიღება გადაწყვეტილება ვადის განსაზღვრის შესახებ, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 3 (სამი) თვეს.

ვინ იღებს გადაწყვეტილებას ქონების გირავნობით დატვირთვის თაობაზე თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით?

გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

განცხადების მატერიალური ფორმა

განცხადების ელექტრონული ფორმა

რა არის ზედდება?

უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან.

ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი?

უძრავი ქონების მესაკუთრე, ფიზიკური ან იურიდიული პირი ან/და მათი წარმომადგენელი.

სად შეიძლება მიკუთვნების საკითხის რეგულირების თაობაზე განცხადების ჩაბარება?

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ მომსახურების ცენტრსა და იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, გარდა თბილისის ფილიალისა. (თბილისის იუსტიციის სახლში განთავსებულია სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრი).

განცხადების განხილვის ვადა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადა, რომელიც შეადგენს ერთ თვეს. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის, გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ზემოაღნიშნულზე მეტი ვადა, საქმისწარმოების დაწყებისას მიიღება გადაწყვეტილება ვადის განსაზღვრის შესახებ, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 3 (სამი) თვეს.

ვინ იღებს გადაწყვეტილებას ზედდების გასწორებასთან დაკავშირებით?

გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

განცხადების მატერიალური ფორმა

რა არის ქონების გირავნობით დატვირთვაზე თანხმობა?

გირავნობა წარმოადგენს მოძრავი ნივთის ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის გადაცემას სხვა პირთათვის, როგორც მოთხოვნის დაკმაყოფილების როგორც ფულადი, ისე არაფულადი  უზრუნველყოფის საშუალებას. გირავნობის დროს კრედიტორს (მხარეს) ეძლევა უფლება, გირავნობის უფლებით დატვირთული ნივთის რეალიზებით ან მხარეთა შეთანხმებით ამ ნივთის საკუთრებაში მიღებით, ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისათვის ან/და შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა.

რა შემთხვევაშია შესაძლებელი ქონების გირავნობით დატვირთვა?

წილების და აქციების საკუთრებაში პირობებით გადაცემისას, ქონების მმართველის თანხმობით, საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულების მიზნით, ქონების შემძენს უფლება აქვს გირავნობით დატვირთოს შეძენილი არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.

ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი?

საპრივატიზებო ვალდებულებით გასხვისებული ქონების შემძენი ფიზიკური ან იურიდიული პირი ან/და მათი წარმომადგენელი.

სად შეიძლება გირავნობით ქონების დატვირთვის შესახებ თანხმობის მისაღებად განცხადების ჩაბარება?

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ მომსახურების ცენტრსა და იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, გარდა თბილისის ფილიალისა. (თბილისის იუსტიციის სახლში განთავსებულია სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრი).

განცხადების განხილვის ვადა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადა, რომელიც შეადგენს ერთ თვეს. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის, გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ზემოაღნიშნულზე მეტი ვადა, საქმისწარმოების დაწყებისას მიიღება გადაწყვეტილება ვადის განსაზღვრის შესახებ, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 3 (სამი) თვეს.

ვინ იღებს გადაწყვეტილებას ქონების გირავნობით დატვირთვის თაობაზე თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით?

გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

განცხადების მატერიალური ფორმა

განცხადების ელექტრონული ფორმა

რა არის სარგებლობის უფლების გასხვისებაზე (ქვეიჯარა) თანხმობის გაცემა?

იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სახელმწიფო ქონების, მესამე პირისათვის გადაცემასთან დაკავშირებით, თანხმობის გაცემა.

ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი?

დაინტერესებული მხარე შეიძლება იყოს ხელშეკრულების მხარე ან/და მათი წარმომადგენელი.

სად შეიძლება სარგებლობის უფლების გასხვისებაზე (ქვეიჯარა) თანხმობის მისაღებად განცხადების ჩაბარება?

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ მომსახურების ცენტრსა და იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, გარდა თბილისის ფილიალისა. (თბილისის იუსტიციის სახლში განთავსებულია სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრი).

განცხადების განხილვის ვადა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადა, რომელიც შეადგენს ერთ თვეს. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის, გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ზემოაღნიშნულზე მეტი ვადა, საქმისწარმოების დაწყებისას მიიღება გადაწყვეტილება ვადის განსაზღვრის შესახებ, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 3 (სამი) თვეს.

ვინ იღებს გადაწყვეტილებას ქონების სარგებლობის უფლების გასხვისების (ქვეიჯარა) თაობაზე თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით?

გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

განცხადების მატერიალური ფორმა

განცხადების ელექტრონული ფორმა

რა არის ვალდებულების შესრულების დადასტურება?

დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, წერილობითი დოკუმენტის მომზადება, რომლის მიხედვითაც უნდა დადასტურდეს მხარის მიერ ვალდებულების შესრულება დაინტერესებულ პირს და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი?

ხელშეკრულების მხარე ან/და მათი წარმომადგენელი.

სად შეიძლება  ვალდებულების შესრულების დადასტურების თაობაზე განცხადების ჩაბარება?

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ მომსახურების ცენტრსა და იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, გარდა თბილისის ფილიალისა. (თბილისის იუსტიციის სახლში განთავსებულია სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრი).

განცხადების განხილვის ვადა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადა, რომელიც შეადგენს ერთ თვეს.

ვინ იღებს გადაწყვეტილებას ქონების გირავნობით დატვირთვის თაობაზე თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით?

გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

განცხადების მატერიალური ფორმა

რა არის კომუნალური სერვისების მიმწოდებელი კომპანიების აბონენტად აღრიცხვაზე თანხმობის გაცემა?

კომუნალური სერვისების მიმწოდებელი კომპანიების აბონენტად აღრიცხვაზე თანხმობა ვრცელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მოსარგებლეზე.

ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი?

ხელშეკრულების მხარე - ფიზიკური ან იურიდიული პირი ან/და მათი წარმომადგენელი.

სად შეიძლება კომუნალური სერვისების მიმწოდებელი კომპანიების აბონენტად აღრიცხვაზე თანხმობის მისაღებად განცხადების ჩაბარება?

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ მომსახურების ცენტრსა და იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, გარდა თბილისის ფილიალისა. (თბილისის იუსტიციის სახლში განთავსებულია სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრი).

განცხადების განხილვის ვადა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადა, რომელიც შეადგენს ერთ თვეს. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის, გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ზემოაღნიშნულზე მეტი ვადა, საქმისწარმოების დაწყებისას მიიღება გადაწყვეტილება ვადის განსაზღვრის შესახებ, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 3 (სამი) თვეს.

ვინ იღებს გადაწყვეტილებას კომუნალური სერვისების მიმწოდებელი კომპანიების აბონენტად აღრიცხვის თაობაზე თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით?

გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

განცხადების მატერიალური ფორმა

რა არის პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების მიზნით შესაბამისი ქმედების განხორციელება?

იმ სახელშეკრულებო ურთიერთობებში, რომლებშიც მხარე არის ქონების სააგენტო ან/და სამინისტრო, ხელშეკრულების მხარე უფლებამოსილია ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული ან/და დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლოს პატიების შესახებ დასაბუთებული თხოვნით მიმართოს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.

სააგენტო განიხილავს წარდგენილ მიმართვას და, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს წინადადებას ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლოს პატიების შესახებ. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისას/სარგებლობაში გადაცემისას ქონების მმართველი საქართველოს მთავრობას იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ სახელმწიფო ქონების პრივატიზება/მართვის უფლებით გადაცემა/სარგებლობაში გადაცემა 2012 წლის 31 დეკემბრამდე განხორციელდა.

ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი?

ხელშეკრულების მხარე - ფიზიკური ან იურიდიული პირი ან/და მათი წარმომადგენელი.

სად შეიძლება პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების მიზნით განცხადების ჩაბარება?

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ მომსახურების ცენტრსა და იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, გარდა თბილისის ფილიალისა. (თბილისის იუსტიციის სახლში განთავსებულია სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრი).

განცხადების განხილვის ვადა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადა, რომელიც შეადგენს ერთ თვეს. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის, გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ზემოაღნიშნულზე მეტი ვადა, საქმისწარმოების დაწყებისას მიიღება გადაწყვეტილება ვადის განსაზღვრის შესახებ, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 3 (სამი) თვეს.

ვინ იღებს გადაწყვეტილებას, პირგასამტეხლოს გადახდის გადავადების/გადანაწილების თაობაზე, თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით?

პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას, სააგენტოს წარდგინებით იღებს საქართველოს მთავრობა.

განცხადების მატერიალური ფორმა

რა არის პირგასამტეხლოს გადახდის გადავადებაზე/გადანაწილებაზე თანხმობის გაცემა?

სახელშეკრულებო ვალდებულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული თანხის გადახდის გადავადება ან გადანაწილება.

ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი?

ხელშეკრულების მხარე - ფიზიკური ან იურიდიული პირი ან/და მათი წარმომადგენელი.

სად შეიძლება პირგასამტეხლოს გადახდის გადავადებაზე/გადანაწილებაზე თანხმობის მისაღებად განცხადების ჩაბარება?

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ მომსახურების ცენტრსა და იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, გარდა თბილისის ფილიალისა. (თბილისის იუსტიციის სახლში განთავსებულია სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრი).

განცხადების განხილვის ვადა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადა, რომელიც შეადგენს ერთ თვეს. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის, გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ზემოაღნიშნულზე მეტი ვადა, საქმისწარმოების დაწყებისას მიიღება გადაწყვეტილება ვადის განსაზღვრის შესახებ, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 3 (სამი) თვეს.

ვინ იღებს გადაწყვეტილებას, პირგასამტეხლოს გადახდის გადავადების/გადანაწილების თაობაზე, თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით?

გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

განცხადების მატერიალური ფორმა

რა არის ქონების გასხვისებაზე თანხმობის გაცემა?

სახელმწიფო ქონების შემძენის მიერ შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა მესამე პირისთვის - ნასყიდობის, საწარმოს კაპიტალში შეტანის ან ჩუქების გზით.

ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი?

ხელშეკრულების მხარე - ფიზიკური ან იურიდიული პირი ან/და მათი წარმომადგენელი.

სად შეიძლება ქონების გასხვისებაზე თანხმობის მისაღებად განცხადების ჩაბარება?

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ მომსახურების ცენტრსა და იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, გარდა თბილისის ფილიალისა. (თბილისის იუსტიციის სახლში განთავსებულია სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრი).

განცხადების განხილვის ვადა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადა, რომელიც შეადგენს ერთ თვეს. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის, გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ზემოაღნიშნულზე მეტი ვადა, საქმისწარმოების დაწყებისას მიიღება გადაწყვეტილება ვადის განსაზღვრის შესახებ, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 3 (სამი) თვეს.

ვინ იღებს გადაწყვეტილებას ქონების გასხვისებაზე თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით?

გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

განცხადების მატერიალური ფორმა

რა არის ქონებზე მშენებლობის, დემონტაჟისა და სხვა სამუშაოების ჩატარებაზე თანხმობის გაცემა?

ვალდებულებებით გადაცემულ ქონებაზე მშენებლობის და/ან მასში არსებული უძრავი ქონების დემონტაჟზე, მიწის ნაკვეთის სამშენებლო კოეფიციენტების, მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლაზე, მიწის ნაკვეთის შერწყმაზე, გამიჯვნაზე, შეერთებასა და სერვიტუტზე თანხმობის გაცემა.

აღნიშნული თანხმობის გაცემა ვრცელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების როგორც გასხვისების, ისე სარგებლობით გადაცემის შემთხვევაზე.

ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი?

ხელშეკრულების მხარე - ფიზიკური ან იურიდიული პირი ან/და მათი წარმომადგენელი.

სად შეიძლება ქონებზე მშენებლობის, დემონტაჟისა და სხვა სამუშაოების ჩატარებაზე თანხმობის მისაღებად განცხადების ჩაბარება?

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ მომსახურების ცენტრსა და იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, გარდა თბილისის ფილიალისა. (თბილისის იუსტიციის სახლში განთავსებულია სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრი).

განცხადების განხილვის ვადა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადა, რომელიც შეადგენს ერთ თვეს. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის, გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ზემოაღნიშნულზე მეტი ვადა, საქმისწარმოების დაწყებისას მიიღება გადაწყვეტილება ვადის განსაზღვრის შესახებ, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 3 (სამი) თვეს.

ვინ იღებს გადაწყვეტილებას ქონებზე მშენებლობის, დემონტაჟისა და სხვა სამუშაოების ჩატარებაზე თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით?