უძრავი ქონების განკარგვის სხვა ფორმები (მატერიალური ფორმა)
უძრავი ქონების განკარგვის სხვა ფორმები (ელექტრონული ფორმა)
რა არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა?
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არის საჯარო რეესტრში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრირებული ან დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის (მეფრინველეობის, მეთევზეობის) პროდუქციის წარმოებისათვის, მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავებით ან/და შენობა ნაგებობებით ან მათ გარეშე.
რა კატეგორიებად იყოფა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა?
- სახნავი - ყველაზე მაღალი ინტენსივობის სავარგულის კატეგორია;
- სათიბი - საშუალო ინტენსივობის სავარგულის კატეგორია;
- საძოვარი - დაბალი ინტენსივობის სავარგულის კატეგორია.
შესაძლებელია თუ არა კატეგორიის ცვლილება?
შესაძლებელია მხოლოდ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილება დაბალი ინტენსივობის სავარგულიდან მაღალი ინტენსივობის სავარგულის კატეგორიაში. მაგალითად: საძოვარის, სათიბის ან სახნავის კატეგორიაში და სათიბის, სახნავის კატეგორიაში გადაყვანა. ასევე, სამივე კატეგორიის მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიწის კატეგორიაში გადაყვანა.
რა ფორმით არის შესაძლებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვა?
- აუქციონის ფორმით პრივატიზება, გარდა საძოვარისა;
- აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემა;
- პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება, გარდა საძოვარისა;
- პირდაპირი მიყიდვის ფორმით სარგებლობაში გადაცემა;
- უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა;
- კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება, გარდა საძოვარისა;
- კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით სარგებლობაში გადაცემა.
ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი?
- საქართველოს მოქალაქე, სასყიდლით;
- კერძო სამართლის იურიდიული პირი, სასყიდლით;
- საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესია, უსასყიდლოდ;
- იძულებით გადაადგილებული პირები, უსასყიდლოდ.
სად შეიძლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით დაინტერესების შემთხვევაში განცხადების ჩაბარება?
განცხადების განხილვის ვადა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადა, რომელიც შეადგენს ერთ თვეს. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის, გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ზემოაღნიშნულზე მეტი ვადა, საქმისწარმოების დაწყებისას მიიღება გადაწყვეტილება ვადის განსაზღვრის შესახებ, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 3 (სამი) თვეს.
ვინ იღებს გადაწყვეტილებას პირდაპირი მიყიდვის ფორმით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის განკარგვასთან დაკავშირებით?
პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაწყვეტილებას სააგენტოს წარდგინებით იღებს საქართველოს მთავრობა.