სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გადაეცათ
დრო: 2024-02-27 12:02:00
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შუამდგომლობით, სვანეთის, მაღალმთიანი აჭარის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებულ 27 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს.
გადასაცემი ქონება მდებარეობს ქ. წალკაში და წალკის, ლაგოდეხის, თეთრიწყაროსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში.
აღნიშნული გადაწყვეტილებით 27 ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრისით, რაც სახელმწიფოს მხრიდან სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებული ოჯახების მიმართ სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფას და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნას ემსახურება.