ქალაქ რუსთავში 21 ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცათ
დრო: 2024-05-21 17:05:00
ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ქ. რუსთავის მერიის შუამდგომლობის საფუძველზე, რუსთავში მცხოვრებ 21 ოჯახს მათ ფაქტიურ სარგებლობაში არსებული ბინები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა.
აღნიშნული პირები წლების მანძილზე სარგებლობდნენ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით და ვერ ახერხებდნენ ბინების საკუთრებაში რეგისტრაციას.