სამუშაო ვიზიტი გერმანიაში
დრო: 2024-11-25 16:11:00
გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს(BMF) მიწვევით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) მხარდაჭერითა და ბერლინ ეკონომიქსის(BE) ორგანიზებით, მიმდინარე წლის 16-23 ნოემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში.
ურთიერთთანამშრომლობის პროექტის ფარგლებში მოხდა გერმანული გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება სახელმწიფო ქონების პრივატიზების საკითხებზე.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები განხორციელდა გერმანიის ფინანსთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებთან, კერძოდ, სამინისტროს მერვე დივიზიონის ხელმძღვანელთან, დოქტორ ანდრეას კერტსტან, რომელიც პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების განკარგვაზე. ასევე, შეხვედრები გაიმართა უძრავი ქონების ფედერალური სააგენტოს(BimA), ვაჭრობისა და ინვესტიციების სააგენტოს(GTAI) გერმანიის საერთაშორისო კომპანია DHL-ის, ბალნეოლოგიური კურორტი ბად ელსტერის(Bad Elster) და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს როგორც წარმატებული პრივატიზების მაგალითები, ასევე მიმდინარე გამოწვევები, რომელიც არსებობს ამ მიმართულებით და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.