ბავშვთთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

დრო: 2025-09-05 11:09:00

„სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, შპს სპორტის აკადემია 2025-ს, 20 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გადასცა ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ არსებული 11 650 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. პროგრამის პირობების მიხედვით, ინვესტორი აღნიშნულ უძრავ ქონებაზე სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად არანაკლებ 2 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ტერიტორიაზე მოეწყობა ღია და დახურული ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნები, პადელის კორტები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე, 200 ადამიანის ტევადობის ტრიბუნა და ავტოსადგომი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დამტკიცებული „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის”, მიზანია ქვეყანაში სპორტის განვითარების, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის და სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის  ხელშეწყობა.