სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია სტაჟირების პროგრამის ფარგლებში შერჩეულ ახალგაზრდებს შეხვდა

დრო: 2026-10-06 14:10:00

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია სტაჟირების პროგრამის ფარგლებში შერჩეულ 22 ახალგაზრდას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სააგენტოს საქმიანობას, სტაჟირების პროგრამასა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს.

სტაჟირების პროგრამა სააგენტოს საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, სახელმწიფო ქონების პრივატიზებას, მომსახურების მხარდაჭერას, სახელმწიფო საწარმოებთან ურთიერთობას, ადამიანური რესურსების მართვას, იურიდიულ და ადმინისტრაციულ საქმიანობასა და სტრატეგიული განვითარების მიმართულებას.