სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ III კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 175.3%-ით შეასრულა
დრო: 2026-10-20 10:10:00
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის მესამე კვარტლის საპრივატიზებო გეგმა გადაჭარბებით შეასრულა. აქტიური პრივატიზაციის შედეგად, სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტში, გეგმით გათვალისწინებული 40 მილიონი ლარის ნაცვლად, 70 126 367 ლარი გადარიცხა (გეგმის 175.3%). საანგარიშგებო პერიოდში, სააგენტომ 198 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა და 120 ერთეული უძრავი ქონება გაყიდა.
სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის ფარგლებში, სააგენტო კერძო სექტორს საინვესტიციოდ მიმზიდველ ობიექტებს რეგულარულად სთავაზობს. პრივატიზების პროცესი სრულად გამჭვირვალე და ხელმისაწვდომია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, მარტივად მიიღოს მონაწილეობა მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.
მიმდინარე აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://eauction.ge/