სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისები იუსტიციის სახლშიც ხელმისაწვდომი იქნება
დრო: 2015-11-02 00:11:00
დღეიდან სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისები იუსტიციის სახლშიც ხელმისაწვდომია. დღეს, 2 ნოემბერს, 11 საათზე „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა“ და „იუსტიციის სახლს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ეკატერინე სისაურმა და იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ტაბიძემ.
აღნიშნული შეთანხმებით, გაუმჯობესდება საჯარო მომსახურების ხარისხი და უფრო ხელმისაწვდომი გახდება სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული სერვისები. იუსტიციის სახლი მოქალაქეებს მაღალი ხარისხით, მინიმალურ დროში მოემსახურება.
შეთანხმების შედეგად, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სააგენტოს ისეთი მოთხოვნადი სერვისებით, როგორიცაა: სახელმწიფო ქონების პრივატიზება, იჯარა, მართვის უფლებით გადაცემა და სხვა. მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება საქართველოს ყველა დიდ ქალაქში თუ რაიონულ ცენტრში, იუსტიციი სახლის ყველა ფილიალში: ოზურგეთი, ზუგდიდი, ფოთი, გურჯაანი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, ახალციხე, ყვარელი, გორი, მესტია, მარნეული, თიანეთი. ასევე, პარალელურად, ფუნქციონირებას განაგრძობს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ყველა რეგიონალური სერვის-ცენტრიც.