თბილისში კაიროს ქუჩაზე ახალი საფეიქრო საწარმო აშენდება

დრო: 2017-03-23 16:03:00

შპს „ტიფლის ტექსტილი“ თბილისში, კაიროს ქუჩის N81-ის მიდებარედ   საფეიქრო  საწარმოს შექმნის. კომპანია აღნიშნული მიმართულებით   3 872 268 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ახალ საფეიქრო საწარმოში პირველ ეტაპზე 24 ადამიანი დასაქმდება და სამომავლოდ წარმოების გაფართოვებასთან ერთად მათი რაოდენობაც  გაიზრდება.

ახალი საწარმოს ასაშენებლად შპს „ტიფლის ტექსტილს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში  ქალაქ თბილისში  კაიროს ქუჩა  N81-ის მიმდებარედ  9 492 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 1 ლარად გადასცა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 231 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 512.01 მლნ ლარს, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა  - 280.35 მლნ ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 10,311 ადამიანი.