მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდებათ

დრო: 2017-04-06 16:04:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“  მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 2 დაზარალებულ მოქალაქეს წარსულში მიყენებული ზიანის კომპენსირების მიზნით, სიმბოლურ ფასად 1 ლარად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გადასცა. კერძოდ,

ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მდებარე 7 500 კვ.მ. არასასოფლ–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული დაუმთავრებელი 3 შენობა-ნაგებობა და თბილისში, ჭავჭავაძის გამზ. N41-ში მდებარე 80 კვ.მ ფართის ბინა.

 საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2005-2008 წლებში ადგილი ჰქონდა  ზემოხსენებულ ფიზიკურ  პირზე ზეწოლას, კერძოდ, უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის იძულებით გადაცემის ფაქტს.