კიდევ ერთი უმაღლესი ხარისხის ჩაი ქართულ ბაზარზე

დრო: 2017-04-26 17:04:00

ტყიბულსა და წალენჯიხაში ჩაის გადამამუშავებელი საწარმოები აშენდება. ახალი საწარმოები ხელს შეუწყობენ  ქართული ჩაის წარმოების ზრდას და გააუმჯობესებს ნედლეულის ხარისხს. შესაბამისად, ქართულ ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ჩაი გამოვა, რომელზედაც უდიდესი მოთხოვნაა როგორც შიდა, ასევე გარე ბაზრებზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ შპს „როსტო-2016“-სა და შპს „გეო-ფლაუერს“–ს 25 წლის ვადით იჯარით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, ქარული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.