სოფელ გამარჯვებაში სამაცივრე მეურნეობა მოეწყობა

დრო: 2017-05-18 15:05:00

 

შპს „საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია“ სოფელ გამარჯვებაში სამაცივრე მეურნეობას მოაწყობს, რაც საშუალებას მისცემს ფერმერებს მთელი წლის განმავლობაში სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის ტემპერატურის, ტენიანობის  და ვარგისიანობის ვადების დაცვით შეინახონ საკუთარი პროდუქცია. სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად კომპანია 140 700 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და ახალი საწარმო წლიურად 200 000 ტონა პროდუქციას მიიღებს და გაატარებს. გარდაბანში ასეთი სახის მომსახურება ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბაზარზე  ქართული პროდუქციის წარმოებისა და ხარისხის ზრდას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიას“ სოფელ გამარჯვებაში მდებარე 5 025 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა.