ძალადობის მსხვერპლთათვის ახალი თავშესაფარი შეიქმნა

დრო: 2017-06-16 10:06:00

პროექტი პოლონეთის, იაპონიისა და ესტონეთის საელჩოების, ქალთა საერთაშორისო ასოციაცია  საქართველოსა და „Sigrid Rausing Trust”-ის მხარდაჭერით განხორციელდა. 
ახალი ცენტრის მოსაწყობად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ორგანიზაციას ქერჩის ქუჩა 4-ში მდებარე 1347 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა გადაცა. „მინდა მადლობა გადავუხადო სახელმწიფოს სახელით იაპონიის, ესტონეთის და პოლონეთის საელჩოებს ამ პროექტის საერთაშორისო მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელთან და იმედი მაქვს, რომ მსგავსი მნიშვნელობის პროექტების რაოდენობა სამომავლოდ იქნება გაზრდილი“ - განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ, ეკატერინე სისაურმა ცენტრში სტუმრობისას. 
ცენტრში ბენეფიციარები ყველა იმ სერვისს მიიღებენ, რაც მათ რეაბილიტაციისთვის ჭირდებათ.