ქალაქ ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში, სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო შეიქმნება
დრო: 2016-05-13 00:05:00
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში „შპს „თ.ე.მ.ი ქაფბლოკს“ 259836 ლარად ქალაქ ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში 4189.00 კვ.მ.არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა–ნაგებობა გადასცა.
„შპს „თ.ე.მ.ი ქაფბლოკი“ უზრუნველყოფს არანაკლებ 1 525 000 ცალი ცემენტის სამშენებლო ბლოკის წარმოებას, რისთვისაც 1 039 344 ლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. საწარმოში სულ მცირე 15 ადამიანი დასაქმდება.
სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 164 საწარმო დაფინანსდა. მთლიანი ინვესტიციები 400 მილიონ ლარს აჭარბებს და 7500-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს