71 ეკომიგრანტ ოჯახს ქონება გადაეცემა

დრო: 2016-06-24 00:06:00

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 71 ოჯახსსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადასცემს.

ქ. თბილისში (ელდარის ქუჩა), წალკის, თეთრიწყაროს, ახმეტის, ლაგოდეხის, სიღნაღის, ყვარელის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში მდებარე 97 ერთეულისაკარმიდამო მიწის ნაკვეთები და მასზედ განთავსებული საცხოვრებელი შენობები 71 ეკომიგრანტ ოჯახსპირდაპირიმიყიდვისფორმით, სიმბოლურფასად- 1 ლარად საკუთრებაში გადაეცემა.

აღნიშნული ემსახურება სახელმწიფოს მხრიდან სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და იძულებით გადაადგილებული ოჯახების მიმართ სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ აღებული ვალდებულების შესრულებას. გაცნობებთ, რომ უკვე 302 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა საცხოვრებელი ფართი, ამასთან, 261 ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეძენილია სახლები.