სააგენტოში გერმანიის ფინანსთა სამინისტროს დელეგაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დრო: 2017-10-05 13:13:15

გრძელდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის არსებული თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც სააგენტოს გერმანული დელეგაცია საპასუხო ვიზიტით ეწვია.

დელეგაციის გერმანულ მხარეს, ფინანსთა სამინისტროს VIII დივიზიონის უფროსის - იოჰან შმალცის ხელმძღვანელობით, სააგენტოს თავმჯდომარემ - ეკატერინე სისაურმა უმასპინძლა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა სახელმწიფო საწარმოთა რეორგანიზაცია და პრივატიზება, საპრივატიზებო ხელშეკრულებების მონიტორინგის პროცესის ციფრულ ფორმატში გადატანა და უძრავი ქონების სფეროში მეტი ინვესტიციების მოზიდვის ალტერნატიული შესაძლებლობები.

ვიზიტის ფარგლებში გერმანულმა მხარემ  მოინახულა კურორტი ახტალა, რომლის გაყიდვაც წარმოადგენს სააგენტოს პრიორიტეტს. დელეგაცია ასევე სტუმრობდა სააგენტოს მიერ 31 105 000 ლარად გაყიდულ გურჯაანის ღვინის ქარხანას, სადაც ადგილზე განიხილეს წარმატებული პრივატიზების პროცესის დეტალები.