დიდი ლილოს დასახლებაში მინა-პლასტიკის ნაკეთობების მწარმოებელი საწარმო გაიხსნება

დრო: 2016-07-13 00:07:00

შპს „კონსტრაქტ ვიჟენი“ მინა-პლასტიკის ნაკეთობების საწარმოს შექმნის რისთვისაც არანაკლებ 700 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საქმიანობის ხელშესაწყობად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „კონსტრაქტ ვიჟენს“ თბილისში, დიდი ლილოს დასახლებაში მდებარე 12902.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და უძრავი ქონება 326 000 ლარად საკუთრებაში გადასცა.

მინა-პლასტიკის საწარმოში მინიმუმ 70 ადამიანი დასაქმდება, მათ შორის 20 ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლეობის მქონე პირი.