თბილისში უზნაძის ქუჩაზე სასტუმრო აშენდება

დრო: 2017-11-01 17:40:05

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში   თბილისში, დ. უზნაძის ქუჩა N14–ში მდებარე  სახელმწიფო  ქონება 1 960 000 ლარად ელექტრონულ აუქციონზე გაყიდა. აუქციონის პირობების მიხედვით კომპანია სულ მცირე 120 ნომრიან სასტუმრო-კომპლექსს მოაწყობს რისთვისაც არანაკლებ 6 500 000 დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

 პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ერთი წლის შემდეგ, საქართველოს სხვადასხვა ადგილებში, გაყიდულია 26 602 501 ლარის უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 58 200 000 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ პროექტი ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას საქართველოს მასშტაბით უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ სასტუმრო კომპლექსი და უპასუხონ ტურიზმის დარგში დაფიქსირებულ გაზრდილ მოთხოვნას.