თოიძის სახელობის ყოფილი სამხატვრო სასწავლებლის შენობა იყიდება

დრო: 2017-11-24 15:49:11

პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების სააგენტომ, არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმროს მოწყობის მიზნით ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა - https://www.eauction.ge/Home/EntityView/482259

ყოფილი სამხატვრო სასწავლებლის შენობა თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ და ტურისტულად აქტიურ ქუჩაზე - ჭონქაძის 21-ში მდებარეობს და პერიმეტრის ზედა ნაწილიდან დედაქალაქის ულამაზესი ხედები იშლება. აუქციონის პირობების მიხედვით, ქონების საწყისი ღირებულება 8 000 000 ლარს შეადგენს და მის მომავალ მფლობელს სასტუმროს ასაშენებლად მინიმუმ 10 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში დღეის მდგომარეობით გაყიდულია 26 895 501 ლარის უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 58 200 000 ლარს შეადგენს.