სურამში ყოფილი ბანაკი „ფოლადი“ იყიდება

დრო: 2017-12-22 15:18:39

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმატებით აგრძელებს პროექტს „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“, რომლის მიზანია ინვესტორებს საქართველოს მასშტაბით შეთავაზოს უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით სასტუმრო-კომპლექსის განვითარება. ამჯერად, სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა დაბა სურამში, ჩუმათელეთში მდებარე ყოფილი ბანაკი „ფოლადი“. აღნიშნული უძრავი ქონება 27 ერთეულ შენობა-ნაგებობას მოიცავს, რომელიც განთავსებულია 30511 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მიმზიდველია სასტუმრო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. უძრავი ქონების საწყისი ღირებულება 890 000 ლარს შეადგენს და აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა.  

აუქციონის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.eauction.ge/Home/EntityView/488602