ყვარელში ილიას ტბასთან სასტუმრო აშენდება

დრო: 2018-04-30 14:56:53

ყვარელში ილიას ტბასთან სასტუმრო აშენდება

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსათვის“ ფარგლებში ყვარელში,  ილიას  ტბის  მიმდებარედ   40 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსი აშენდება. სასტუმროს მოსაწყობად ინვესტორი სულ მცირე 5 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და 40 ადამიანს დაასაქმებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე  152 000 ლარად ყვარელში,  ილიას  ტბის  მიმდებარედ   არსებული 29 962  კვ.მ უძრავი ქონება გაყიდა. 

შეგახსენებთ, რომ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“  ფარგლებში უკვე გაყიდულია 50 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 100 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.