დაბა სურამში ახალი სასტუმრო აშენდება

დრო: 2018-05-25 11:11:34

დაბა სურამში ახალი სასტუმრო აშენდება

სამკურნალო ტურიზმის  განვითარების მიზნით პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე რეკრეაციულ–საკურორტო ზონაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 5140 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 70 000 ლარად გაიყიდა.

საპრივატიზებო პირობის მიხედვით მყიდველი აღნიშნულ უძრავ ქონებაზე სასტუმრო კომპლექსს  ააშენებს, რომელიც როგორც ადგილობრივ ასევე უცხოელ სტუმრებს უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ეს უკვე რიგით მესამე სასტუმრო იქნება, რომელიც დაბა სურამში აშენდება.   

შეგახსენებთ, რომ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსათვის ფარგლებში“ ჯამში უკვე გაყიდულია 51 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 107 მილიონ ლარს აჭარბებს.