ანაკლიაში სასტუმროს ასაშენებლად უძრავი ქონება იყიდება
დრო: 2019-09-18 17:57:38
ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაკლიაში მდებარე 4 946კვ.მ. უძრავი ქონება გასაყიდად გამოიტანა.
საპრივატიზებო პირობის მიხედვით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დაინტერესებულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს 10 000 000 ლარის ინვესტიცია და სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა.
აუქციონის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://www.eauction.ge/Home/EntityView/624689