ქალაქ რუსთავში ლითონის საწარმო აშენდება
დრო: 2020-01-17 17:09:54
2 წელიწადში ქალაქ რუსთავში ლითონის ნაწარმის მწარმოებელი საწარმო აშენდება. საწარმო სხვადასხვა სახის ლითონის ნაწარმსა და კონსტრუქციის წარმოებას შეძლებს, რომლის წლიური მოცულობა 6 000 ტონა იქნება. საწარმოს მოწყობისა და ფუნქციონირების დასაწყებად 2 500 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამასთან, შპს „construction service“-ი გამოთქვამს მზადყოფნას საწარმოს შექმნის შემდგომ დაასაქმოს 30 ადამიანი.
სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „construction service“-ს ქალაქ რუსთავში, მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე 10000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა.