პროექტი “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” მე–3 ფაზა 5 თებერვალს დასრულდება

დრო: 2020-01-30 13:01:00

პროექტი “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” 2019 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს. პროექტის მიზანს  სახელმწიფო  აქტივების ეკონომიკაში ჩართვა წარმოადგენს. ამ მიზნით ბიზნესს შევთავაზეთ კომერციულად მიმზიდველი და მზა ობიექტები(როგორც რეგიონულ ჭრილში ასევე დანიშნულების და სხვა მაჩვენებლის მიხედვით). ამ ეტაპზე პროექტის მე–3 ფაზა მიმდინარეობს და მიმდინარე ელექტრონული აუქციონები 5 თებერვალს სრულდება.

პროექტის ფარგლებში დღეის მდგომარეობით უკვე გასხვისებულია 47 682 200 ლარის ღირებულების 38 ობიექტი, მათ შორის – მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია, კურორტ ბახმაროში მდებარე მიწის ნაკვეთი , ბორჯომში, დაბა ახალდაბაში მდებარე მიწის ნაკვეთი და სხვა.

პროექტი “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის” ფარგლებში გამოცხადებული ელექტრონული აუქციონები მაღალი კონკურენციის ფონზე მიმდინარეობს. აუქციონში მონაწილეობის პროცესი არის სრულად გამჭვირვალე  და ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს ელექტრონულ ვაჭრობაში.

პროექტის ფარგლებში შემუშავებულ ინტერაქტიულ რუკას, სადაც მოცემულია ქვეყნის მასშტაბით არსებული საპრივატიზებო ობიექტების ჩამონათვალი,  კვლავ დაემატება არშემგდარი აუქციონები  და პერიოდულად  ახალი, კომერციულად საინტერესო შეთავაზებები.