სამკერვალო საწარმო ქართლი ტექსტილი“ 4 თვეში ამუშავდება

დრო: 2020-07-15 10:07:00

 

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და „აწარმოე საქართველოში“  მხარდაჭერით  „ქართლი ტექსტილი“ 4 თვეში სრული დატვირთვით ამუშავდება. 
სამკერვალო საწარმოს ასაშენებლად კომპანიას სააგენტოსგან ქალაქ რუსთავში მდებარე 38055 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 1 ლარად გადაეცა. 
საწარმოს ასაშენებლად „ქართლი ტექსტილი“ 20 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას და 3 000 ადამიანის დასაქმებას გეგმავს .
საწარმო - „ქართლი ტექსტილი“ „აჭარა ტექსტილს“ ეკუთვნის, რომელსაც ბათუმში, ფოთსა და ქობულეთში სამი სამკერვალო ფაბრიკა აქვს. „აჭარა ტექსტილი“ წლიურად 15 მლნ-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტს ახორციელებს. ის თანამშრომლობს ისეთ წამყვანსაერთაშორისო კომპანიებთან როგორებიცაა: Nike, ADIDAS, Puma და ა.შ. დასაქმებულია 3500 ადამიანი.