ქუთაისის მომსახურების ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დრო: 2013-10-28 00:00:00

2013 წლის 24 ოქტომბერს ქუთაისში  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების ცენტრს სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ეწვივნენ.

შეხვედრა ჩატარდა 2014-2015 წლების სტრატეგიული გეგმის შემუშავების ფარგლებში, რომელსაც სამხარეო ცენტრის თანამშრომლები, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები და ხელმძღვანელობა ესწრებოდნენ. შეხვედრა მოიცავდა SWOT ანალიზის პრეზენტაციასა და დისკუსიას. საუბარი შეეხო ცენტრის სუსტ და ძლიერ მხარეებს, ასევე - დაბრკოლებებსა და ცენტრის განვითარების პერსპექტივებს. დისკუსიისას განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიც არის დელეგირება, თვითმმართველ ერთეულებთან ურთიერთობა, კოორდინაცია სხვა სახელმწიფო უწყებებთან, გადაფარვა, მიმდინარე სამუშაო პროცესები და სხვა თემები.

ვიზიტისას, ცენტრის სამუშაო პროცესს პირადად გაეცნო სააგენტოს თავმჯდომარე დიმიტრი ქუმსიშვილი. პარალელურად ქუთაისის მომსახურების ცენტრში ჩატარდა შესარჩევი კონკურსი იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის და კონსულტანტის ვაკანტურ თანამდებობებზე.  კონკურსის მსვლელობისას  38 კანდიდატთან მოხდა გასაუბრება.