პრივატიზებულია მნიშვნელოვანი ობიექტი
დრო: 2013-11-28 00:00:00
2013 წლის 26 ნოემბერს ჩატარდა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ ინიცირებული ელექტრონული აუქციონი, რის შედეგადაც მოხდა ქალაქ თბილისში, ბაღდადის ქუჩაზე მდებარე 13000.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება.
აუქციონი გამოცხადებული იყო განსაზღვრული საინვესტიციო პირობებით. აუქციონში გამარჯვებულია საინვესტიციო კომპანია შპს „ქროს 2“, რომელიც არაერთ საინვესტიციო პროექტს ახორციელებს საქართველოში.
გამარჯვებული კომპანიის მიერ აღნიშნული უძრავი ქონების შეძენის მიზნით, შემოთავაზებულია საპრივატიზებო საფასური 2 820 000 ლარის ოდენობით. აღნიშნულ ობიექტზე შპს „ქროს 2“ გეგმავს მსხვილი სავაჭრო ობიექტის მშენებლობას და არანაკლებ 1 000000 (ერთი მილიონი) ლარის ინვესტიციას. კომპანიამ აიღო პრივატიზებულ ობიექტზე მშენებლობის, მისი დასრულების და ფუნქციონირებისათვის მომზადების ვალდებულება შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვეში. ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგს განახორციელებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის სამმართველო.