ინვენტარიზაციის პროექტის ფარგლებში აღწერილია თბილისის 9 უბანი

დრო: 2014-01-10 00:00:00

მობილური ჯგუფის დეპარტამენტმა ინვენტარიზაციის პროექტის ფარგლებში 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დაასრულა 9 უბნის ინვენტარიზაცია (.პროექტი სააგენტოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით 2013 წლის მარტიდან დაიწყო და სააგენტოს განვითარების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს.

დღევანდელი მონაცემებით აღმოჩენილია 663 დაურეგისტრირებელი ობიექტი, მიწის ფართი შეადგენს 4 700 000 კვ.მ.-ს. 

უბნები, სადაც ჩატარდა ინვენტარიზაცია:
•    ლილო
•    სამგორი
•    ფონიჭალა
•    ვარკეთილი 
•    დიდგორი
•    თბილისის ზღვა 
•    ლისი
•    ზაჰესი
•    დიღომი

თბილისის ინვენტარიზაციის დასრულება გეგმის მიხედვით მოსალოდნელია 2014 წლის ზაფხულამდე. ასევე 2014 წლიდან დაგეგმილია სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის დაწყება რეგიონებში.
მოკვლეული ინფორმაცია სახელმწიფო ქონების შესახებ განთავსდება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ერთიან პორტალში და ხელმისაწვდომი იქნება როგორც თანამშრომლების, ასევე - ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.