ორი ახალი ელექტრონული მისამართი და გაუმჯობესებული კომუნიკაცია მომხმარებელთან

დრო: 2014-01-13 00:00:00

საჯარო ინფორმაცია ღიაა  და ყველა მოქალაქეს აქვს უფლება მოითხოვოს და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა (ასლი, ამობეჭდილი ან ელექტრონული ვერსია), აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში.

გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, შეიქმნა ელექტრონული ფოსტა  publicinfo@nasp.gov.ge. აღნიშნული ელ. ფოსტა მითითებული იქნება სააგენტოს ვებ-გვერდზე, რომელიც დასრულებულია და ტესტირების რეჟიმში იმყოფება. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, მობილური ჯგუფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი შენგელია უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემას. აღნიშნულ ელ. ფოსტაზე მიღებული მოთხოვნა გათანაბრებულია ფრანტისა თუ ფოსტის მეშვეობით მიღებულ სხვა მოთხოვნებთან და მას ენიჭება რიგითი ნომერი დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ პროგრამაში. 

ამას გარდა, დაინტერესებულ პირებს  მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით უკვე შეუძლიათ სააგენტოს მიმართონ მისამართზე info@nasp.gov.ge,  აღნიშნულ ელ.ფოსტას ეცნობიან ქოლ ცენტრის ოპერატორები, საჭიროების შემთხვევაში ამოწმებენ საკითხის სტატუსს შემსრულებლებთან და  დაინტერესებულ პირს გასცემენ კვალიფიციურ პასუხს.   

სააგენტო კვლავაც აგრძელებს მუშაობას მის კომპეტენციაში შემავალი სერვისების განვითარების და გაუმჯობესების მიმართულებით.