თბილისის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრმა ივლისიდან თებერვლის ჩათვლით 15106 მოქალაქე მიიღო

დრო: 2014-03-25 00:00:00

გახსნიდან დღემდე - 2013-2014 წლის ივლისი-თებერვლის პერიოდში, სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრმა 15 106 მოქალაქე მიიღო. მიღებული წერილების რაოდენობა ამავე პერიოდის განმავლობაში 7 022 წერილს შეადგენდა. ცენტრი დღეში საშუალოდ 110 მოქალაქეს ემსახურება.

ცენტრის ახლებური მოწყობა და მისი იუსტიციის სახლში გადატანა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სააგენტოსათვის მომსახურების გაუმჯობესების კუთხით. გაუმჯობესდა კომუნიკაცია, პროცესები გამარტივდა და გაიზარდა მოქალაქეთა მომსახურების ხარისხი.

დაინტერესებული პირი დღეს კვალიფიციურ კონსულტაციას იღებს ცენტრის თანამშრომლებისაგან. შემოსული კორესპონდენცია და მოთხოვნები უკეთესად არის დამუშავებული და მომზადებული, რაც ამარტივებს შემდგომ რეაგირებას. ზოგადად, მომსახურების ცენტრმა გაზარდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და  გამჭვირვალობა, რასაც მომხმარებლებიც ადასტურებენ.

 

თბილისის მომსახურების ცენტრის 2013-2014 წლის სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

 

 

   თბილისის მომსახურების ცენტრი დროებით კვლავ ეკონომიკის სამინისტროს შენობაშია განთავსებული, თუმცა თბილისის იუსტიციის სახლში სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე ცენტრი ჩვეულ სამუშაო გარემოს დაუბრუნდება.