პრივატიზებულია
დრო: 2014-03-25 00:00:00
2014 წლის 6 მარტს ჩატარდა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ ინიცირებული ელექტრონული აუქციონი, რის შედეგადაც გარდაბანში, კერძოდ კი სოფელ მარტყოფში,ვაზიანში მოხდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება. მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენდა 16 750.00 კვ.მ-ს. აუქციონში გამარჯვებულია შპს „კრიოქვანტ-ტექნოლოგია“. საპრივატიზებო ობიექტი, რომელიც 190 000 ლარად იყო შეფასებული, საბოლოოდ 195 000 ლარად გაიყიდა.
ამავე თარიღში ჩატარდა კიდევ ერთი აუქციონი, რის შედეგადაც ქალაქ თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე განხორციელდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პრივატიზება. საპრივატიზებო ობიექტის ფართი 1379.00 კვ.მ-ს შეადგენდა. აღნიშნულ აუქციონში გაიმარჯვა შპს „მადანმა“. საპრივატიზებო ობიექტი, რომელიც 72 000 ლარად იყო შეფასებული საბოლოოდ 73 000 ლარად გაიყიდა.