სააგენტოს ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზებაში საკონსულტაციო კომპანია PMCG გაუწევს დახმარებას

დრო: 2014-03-28 00:00:00

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო USAID-ის (აშშ-ს განვითარების სააგენტო) ერთ-ერთი პროგრამის - HICD PLUS (ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროგრამა) დახმარებით განახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს სააგენტოს საოპერაციო პროცედურების ოპტიმიზებას და ორგანიზაციის ეფექტიანობის გაზრდას.

სააგენტოს ახალი სტრუქტურის ძალაში შესვლისა და ფუნქციების ხელახალი გადანაწილების შემდეგ კვლავ გაგრძელდა მუშაობა პროცედურების ოპტიმიზაციის, სტრუქტურული ერთეულებისა  და კადრების გაძლიერებისათვის. ორგანიზაციის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით დადგა გარკვეული ბიზნეს პროცესების ცვლილების საჭიროება, რაც მოიცავს პროცედურების განახლებისა და ახალი ინსტრუქციების შედგენის პროცესებს.

აღნიშნული ღონისძიებების გასატარებლად HICD PLUS-ის მიერთებერვალში გამოცხადებული ტენდერის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული ადგილობრივი საკონსულტაციო კომპანია „PMCG”, რომელიც უშუალოდ განახორციელებს პროექტს. პროგრამის ხანგრძლივობა 5 თვეს/20 კვირას შეადგენს.

პროგრამის ფარგლებში PMCG ვალდებულია:

პროექტის ფარგლებში პირველი სამუშო შეხვედრა 27 მარტს შედგა. სამუშაო ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში, 5 თვის განმავლობაში ითანამშრომლებს ხელმძღვანელობასთან, სტრატეგიული განვითარების დეპარტმენტთან და სააგენტოს სხვა თანამშრომლებთან.