პროგრესი არქივის ელექტრონიზაციის პროექტთან დაკავშირებით

დრო: 2014-05-22 00:00:00

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთობლივი პროექტი - არქივის ელექტრონიზაცია და სისტემატიზაცია წინ მიიწევს.  ამ დროისთვის განხორციელდა 250 საარქივო დოკუმენტის ტექნიკური დამუშავება, 2304 საარქივო დოკუმენტის  სკანირება, აგრეთვე მოხდა საარქივო დოკუმენტაციის პროგრამული უზრუნველყოფა და 493 საარქივო დოკუმენტი იქნა პროგრამულად ატვირთული.

არქივის ელექტრონიზაციის პროექტზე მუშაობენ სპეციალისტები და დამსკანერებელთა ჯგუფი, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის შეირჩა.

აღნიშნული პროექტის საბოლოო მიზანს წარმოადგენს ერთიანი, დაზუსტებული ელექტრონული არქივის სისტემის შექმნა და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საარქივო დოკუმენტაციის, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 25 ნოემბრის N 1-1/336 ბრძანების საფუძველზე დაიწყო და ვადების დაცვით, აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://nasp.gov.ge/geo/static/227