სახელმწიფო პროგრამით “აწარმოე საქართველოში“ დაინტერესებული მეწარმეებისთვის ღია კარის დღე მოეწყო
დრო: 2014-06-10 00:00:00
7 ივნისს ,სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში“, ახალი სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში“ შესახებ ინფორმაციის გასაცნობად მეწარმეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიებას 400-მდე ბიზნესმენი დაესწრო როგორც თბილისიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
შეხვედრას უძღვებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სააგენტოს თავმჯდომარე დიმიტრი ქუმსიშვილი, მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები. შეხვედრის დასაწყისში გაკეთდა პროგრამა “აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია. შემდეგ კი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სააგენტოს თავმჯდომარე დიმიტრი ქუმსიშვილმა დეტალურად ისაუბრეს პროგრამის ძირითად კომპონენტებზე და იმ პირობებზე, რომლის მიხედვითაც მთავრობა ხელს უწყობს ახალი საწარმოების შექმნას დაა დგილობრივი წარმოების განვითარებას. პრეზენტაციის შემდეგ მეწარმეებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები და დეტალური ინფორმაცია მიეღოთ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობი სსამინისტროს ხელმძღვანელი პირებისგან.
ღია კარის დღეს ასევე ესწრებოდნენ პროგრამის მონაწილე კომერციული ბანკების, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.
სააგენტოს აღნიშნული ღონისძიებისთვის მოწყობილი ჰქონდა თავისი კუთხე, სადაც განთავსებული იყო პროექტის სარეკლამო მასალები და შეთავაზებული საწარმოების პრეზენტაციები. სააგენტოს ფრანტის და ქოლ-ცენტრის თანამშრომლები კონსულტაციას უწევდნენ დაინტერესებულ მეწარმეებს და აცნობდნენ სააგენტოს შეთავაზებებს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ პროგრამას, აღნიშნული საწარმოების ჩამონათვალს და დაესვათ შესაბამისი კითხვები მათვის საინტერესო საკითხებზე.